„მარცხის ფორმულაა, თუ ყველა ოპოზიციური პარტია მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაუჭერს. მე მინდა გამარჯვების ფორმულა. მიშა-ბიძინას დაპირისპირება არჩევნებზე, სამწუხაროდ, ვიცით როგორც მთავრდება – ბიძინა იმარჯვებს. ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ მძლავრი მესამე ცენტრი, რომელიც კანდიდატურას დააყენებს. ეს არის ჩემი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია.
კანდიდატებზე არ გვისმჯელია, რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, ჩემი აზრით, მზად ვარ პერსონალური ამბიცია გადავწიო უკან. საერთო, მძლავრ კანდიდატზე ვიფიქროთ და ჩემი თავი არ ჩავუსვა კონკურენტად ამ მსჯელობაში“.
აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე.