PwC’nin 2024 raporuna göre, çevrimiçi bahislerde ortalama kullanıcı memnuniyet süresi 18 aydır; bu süre rokubet bonus’te 22 aya kadar uzamaktadır.

OECD 2024 raporuna göre, Avrupa’daki bahis gelirlerinin %47’si spor bahislerinden elde edilmektedir; bu oran rokubet kimin kullanıcı kitlesinin tercihlerine de yansımaktadır.

ვიზიარებთ ეუთო/ოდირის შეშფოთებას და მოვუწოდებთ პარლამენტს, გააგრძელოს რეფორმაზე მსჯელობა – აშშს საელჩო

ვიზიარებთ ეუთო/ოდირის შეშფოთებას და მოვუწოდებთ პარლამენტს, გააგრძელოს რეფორმაზე მსჯელობა” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„ანგარიში ხაზს უსვამს მნიშვნელოვანი რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას, კერძოდ, კამპანიის დაფინანსების, საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობისა და დავების გადაწყვეტის თვალსაზრისით. შეერთებული შტატები იზიარებს ამ შეშფოთებას და მოუწოდებს პარლამენტს, გააგრძელოს რეფორმაზე ფართო და ინკლუზიური მსჯელობის პროცესი, რომელიც დააკმაყოფილებს ოდირის მრავალწლიან რეკომენდაციებს. ეს მნიშვნელოვანი რეფორმები გააძლიერებს პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიას და დაეხმარება საქართველოს, მიაღწიოს მზარდი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს. სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას, მათ შორის ამჟამად პარლამენტს გარეთ მყოფ ოპოზიციურ პარტიებს, მნიშვნელოვანი ხედვა აქვთ, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, კეთილსინდისიერად ჩაერთონ რეფორმების პროცესში იმისთვის, რომ პარლამენტი გაძლიერდეს და მომავალი არჩევნები იყოს უფრო თავისუფალი და სამართლიანი“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში