ზელენსკის თქმით, ტრამპთან ანტიბალისტიკური სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიების საკითხი განიხილა

უკრაინის მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ  აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ანტიბალისტიკური სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიების საკითხი განიხილა. ზელენსკიმ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო.

„ჩვენ ამის შესახებ პრეზიდენტ ტრამპთანაც ვისაუბრეთ. ჩვენი გუნდები ამაზე იმუშავებენ. იმედია, მოვახერხებთ და შესაბამისი ანტიბალისტიკური სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიებს მივიღებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.