Georgian Water And Power-ის განცხადებით, კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის საფარის ჩავარდნა “წყალმომარაგების მიწისქვეშა ქსელის ფარულმა დაზიანებამ გამოიწვია”.
“ობიექტზე სამუშაოები გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში, მთელი ღამის განმავლობაში.მილსადენის რეაბილიტაცია და საგზაო ინფრასტრუქტურის პირვანდელი სახით მოწესრიგება დასრულდება 17 ივნისის დილის 07:00 საათამდე.ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის” – ნათქვამია GWP-ის განცხადებაში.
კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე გზის საფარი რამდენიმე საათის წინ, თვითმხილველების თქმით “მოულოდნელად” და “წამში” ჩავარდა.















