G7 გააძლიერებს ზეწოლას რუსეთზე და დაეხმარება უკრაინას მშვიდობის დამყარებაში

G7 აპირებს გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აგრძელებს, სანქციების რეჟიმის გამკაცრების გზით. „დიდი შვიდეულის“ სამიტის ყველა მონაწილე, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ევიან-ლე-ბენში სამშაბათს, 16 ივნისს გაიმართა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შეთანხმდა, რომ უკრაინის პოზიციები ბრძოლის ველზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ისინი ომის შეწყვეტის მიღწევას აპირებენ, იუწყება dpa გერმანიის დელეგაციაზე დაყრდნობით.

G7-ის ლიდერები „ერთსულოვანი იყვნენ იმაში, რომ აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება“. „დინამიკა შეიცვალა, უკრაინა ძალის პოზიციაშია. რუსეთი ომს ვერ მოიგებს და ზეწოლის ქვეშ იმყოფება, — ციტირებს dpa გერმანიის დელეგაციის წარმომადგენელს. — ამ კონტექსტში ვხედავთ, რომ ტონი შეიცვალა“.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა ასევე მოილაპარაკეს უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფაზე, მათ შორის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ზომებზე, წერს AFP ფრანგ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.

ტრამპმა პირობა დადო, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევის ძალისხმევას დაუბრუნდება

ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, დაუბრუნდეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტის მცდელობებს. მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა. „რუსეთმა შეთანხმებას უნდა მიაღწიოს“, — განაცხადა ტრამპმა ევიანში. მისი თქმით, ახლა ის კვლავ კონცენტრირდება უკრაინაში ომის პრობლემაზე, რადგან „აღარ სურს ხედავდეს“, როგორ იღუპება უკრაინაში „ყოველ თვე 25 ათასი ახალგაზრდა“. „ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს ძალებშია“, რათა ამ ომს ბოლო მოეღოს, დაამატა მან.

კერძოდ, ტრამპი უახლოეს პერიოდში აპირებს დროებით შეჩერებული სანქციების აღდგენას რუსეთის ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ. ირანთან შეთანხმება ნიშნავს, რომ ნავთობი სპარსეთის ყურის რეგიონიდან ჰორმუზის სრუტის გავლით კვლავ მიეწოდება მსოფლიო ბაზარს. ამიტომ ვაშინგტონი კვლავ აამოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რომლებიც დროებით შეამსუბუქა ჰორმუზის სრუტის გადაკეტვის გამო ირანში ომის დროს.

ტრამპისა და მერცის შეხვედრები ზელენსკისთან

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ორმხრივი შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელიც სამიტზე სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. „ყველას ესმის, რომ რუსეთი ვერ გაიმარჯვებს და რომ ჩვენ პუტინს ამ ომის შეწყვეტისკენ უნდა მოვუწოდოთ“, — განაცხადა ზელენსკიმ კონსულტაციების შემდეგ.

გარდა ამისა, ის შეხვდა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს. ზელენსკის თქმით, საუბარი შეეხო უკრაინის თავდაცვით მხარდაჭერას, უპირველეს ყოვლისა უკრაინის საჰაერო თავდაცვის შემდგომ გაძლიერებასა და ფრონტზე არსებულ ვითარებას, ასევე „G7 — უკრაინის“ ფორმატში შეხვედრის შეთანხმებების განხორციელებას. „მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის შედეგიანობას ბრძოლის ველზე და შორი მანძილის დარტყმებში დაემატოს ეფექტიანი გლობალური ზეწოლა რუსეთზე“, — დაამატა მან.

ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი: ოპტიმიზმი უკრაინასთან დაკავშირებით შემდგომი ძალისხმევის მიმართ

ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა კოლეგებთან მოლაპარაკებების შემდეგ ოპტიმისტური განცხადებები გააკეთეს და გამოთქვეს რწმენა, რომ უკრაინაში ომის დასრულების ძალისხმევა ახლა ახალ იმპულსს მიიღებს. „უკრაინისთვის გარდამტეხი მომენტი დგება“, — აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. მისი თქმით, უკრაინა მამაცურად იცავს თავს, მაშინ როდესაც რუსეთი გამოფიტვას აჩვენებს. 2026 წელს ვითარება მნიშვნელოვნად განსხვავდება 2025 წლისგან, დაამატა მან.

„G7-ის სამიტზე მიღწეული იყო რეალური კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციებს ნამდვილად აქვს ეფექტი, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა წარმატებებს აღწევს და ტერიტორიებს იბრუნებს“, — განაცხადა თავის მხრივ სტარმერმა.

დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტისა“ და სამხედრო მრეწველობის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება გამოაცხადეს. სხვათა შორის, დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა G7-ში, რომელმაც სანქციები დაუწესა გემებს, რომლებიც რუსეთის თხევადი ბუნებრივი აირის მესამე ქვეყნებში გადაზიდვით არიან დაკავებული. ახალი სანქციები მიმართულია გემების, ფინანსური სახსრებისა და იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის სამხედრო ეკონომიკას უჭერენ მხარს და, თავის მხრივ, ევროპის უსაფრთხოებას უქმნიან საფრთხეს, აღნიშნა სტარმერმა.

პოპულარული

ევროკომისიის ანგარიში: საქართველო კანდიდატია მხოლოდ ქაღალდზე, სახელმწიფოს მიტაცების რისკი ყველაზე მაღალია

ევროკომისიის კოლეგია დღეს ბრიუსელში მორიგ სხდომას გამართავს. დღის წესრიგშია...

გაიგოს ყველამ რომ აქეთაც იბრძვიან ქართველები – ფარცხალაძე გეორგიევსკის ბატალიონზე

გაიგოს ყველამ რომ აქეთაც იბრძვიან ქართველები - თქვა სანქცირებულმა...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში...

თვითმფრინავი, რომლითაც ვუჩიჩის თანამოაზრეები მოსკოვში მიემგზავრებოდნენ ლიეტუვის საჰაერო სივრცეში არ შეუშვეს

თვითმფრინავი, რომლითაც სერბი პოლიტიკოსები, ყოფილი პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის თანამოაზრეები,...

თუ ევროპა ომს დაიწყებს, ჩვენი პასუხი განსხვავებული და ძალიან ხანმოკლე იქნება – ლავროვი

რუსეთი ევროპასთან არანაირ ომს არ გეგმავს, მაგრამ მზადაა მის...

ღარიბაშვილის ოჯახის თქმით მას ციხეში შვილების ნახვის უფლებას არ აძლევენ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილის სიძის, ალექსანდრე...

მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია – გახარია პარტიების აკრძალვაზე

"მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია" -  ასე აფასებს, პარტია "გახარია-საქართველოსთვის"...

ყველა ამბავი

ოპერაცია „კართაგენი“: ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები დააანონსა

ოპერაცია „კართაგენის“ შესახებ ახალი დეტალების გამოქვეყნების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები იგეგმება....

FT: აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარებას ამზადებენ

შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებენ. ამის...

სროლა კრაკოვის ცენტრში: ექვსი ადამიანი დაიღუპა, 15 დაიჭრა

შაბათს,  პოლონეთის ქალაქ კრაკოვის ცენტრში სროლა მოხდა. საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, ექვსი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 15 კი დაიჭრა. დაზარალებულთა შორის...

ევროპის სპეცსამსახურები იკვლევენ რუსეთის შესაძლო კავშირს თვითმფრინავების მიმართ მუქარებთან

ევროპის სპეცსამსახურები იძიებენ თვითმფრინავების ბორტებზე ბომბების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინებების ტალღას. საბოლოო დასკვნები ჯერ არ არსებობს, თუმცა სადაზვერვო საზოგადოების...

ვრჩები ისევ ჩემი ალისკას იმედზე, რომელიც ამერიკის მოქალაქეა.სწორედ მას ვამზადებ სენატორად და ვინ იცის იქნებ პრეზიდენტადაც კი-სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შუალედურ არჩევნებს ვრცელ სტატუსს უძღვნის ფეისბუქზე. ის თვლის, რომ ზოგადად ამერიკის პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი...

ღარიბაშვილის ოჯახის თქმით მას ციხეში შვილების ნახვის უფლებას არ აძლევენ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილის სიძის, ალექსანდრე თამაზაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილს შვილების ნახვის საშუალებას არ აძლევენ.როგორც თამაზაშვილი სოციალურ...

კენიის სასამართლომ სექტის ლიდერს 200 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მქადაგებელი პოლ მაკენზი 190 ბავშვისა და ერთი ზრდასრული ადამიანის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ის თავის მიმდევრებს მოუწოდებდა, სიკვდილამდე ეშიმშილათ, რათა...

ომი წამგებიანი ხდება–რუსეთის რეგიონები სამხედროებისთვის განკუთვნილ გადახდებს ამცირებენ

ფედერალური ცენტრი ომისთვის ფულს არ იშურებს, თუმცა რეგიონებს მის მონაწილეებზე ეკონომიის გაკეთება უწევთ. როგორ ამწვავებს საბიუჯეტო კრიზისი წინააღმდეგობებს მოსკოვსა...

ფინეთმა შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა სრულად აუკრძალოს

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრების შესაძლებლობას განიხილავს და არც სრულ აკრძალვას გამორიცხავს. ახალი დისკუსიის საბაბი ლოზანის სასამართლოს...

ისრაელის პრეზიდენტი კვირას გამოაცხადებს, ვინ ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას: ნეთანიაჰუს პოზიციები სუსტდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ძალაუფლების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დადგა.ქვეყნის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ახლად არჩეულ პარტიებთან შეხვედრები გამართა, რის...

გაიგოს ყველამ რომ აქეთაც იბრძვიან ქართველები – ფარცხალაძე გეორგიევსკის ბატალიონზე

გაიგოს ყველამ რომ აქეთაც იბრძვიან ქართველები - თქვა სანქცირებულმა და ძებნილმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მხარეს მებრძოლი ქვედანაყოფის დაფუძნების შესახებ."რუსეთის...

კალიფორნიაში სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფ 548 პატიმარს სასჯელი შეუმსუბუქეს

კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა შტატში სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფ 548 მსჯავრდებულს სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა. გადაწყვეტილება პატიმრების გათავისუფლებას...