დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურში სცემეს, გარდაიცვალა

ჯეო ჰოსპიტალსის დაცვის თანამშრომელი, რომელსაც 11 აპრილს, სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, კლინიკაში გარდაიცვალა.  ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა MarneuliNews ავრცელებს.

მერთ-ერთი პაციენტის ოჯახის წევრი კლინიკაში შეშვებას მიღების საათების ამოწურვის შემდეგ ითხოვდა, რაზე უარის მიღების შემდეგაც იგი ფიზიკურად გაუსწორდა დაცვის თანამშრომელს.

აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 1 პირი და გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.