უკრაინის მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ბოლო მონაცემებით მოკლული და დაჭრილია 3000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი, რომელიც რუსეთის მხარეს უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა. შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ, უმაღლესი მთავარსარდლობის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. უკრაინის მეთაურმა განაცხადა ასევე, რომ მსოფლიომ უნდა გაიაზროს, მოსკოვისა და ფხენიანის თანამშრომლობით, იზრდება დესტაბილიზაციის რისკები კორეის ნახევარკუნძულზე, მეზობელ რეგიონებში.
“არსებობს რისკები, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებით ჯარისკაცებსა და სამხედრო ტექნიკას გაგზავნის. ამას ჩვენი მხრიდან საგრძნობი პასუხი ექნება.[…] რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეისთვის ომის წარმოების თანამედროვე ხერხების გაზიარება და სამხედრო ტექნოლოგიების გადაცემა გლობალური რისკია”. – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.