„ტყუილს აქვს მოკლე ფეხები – ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად, ორი თვის უკან, კობახიძე და მდინარაძე „რუსული ოცნების“ მთავარი სპიკერები ამბობდნენ – ამ ქვეყანაში „ქოლ-ცენტრები“ არაა, ამასობაში აღმოჩნდა, რომ 2 კვირის წინ „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენელი მივიდა ადგილზე და ნამდვილად ყოფილა საგამოძიებო მოქმედებები დაწყებული. ახლა „ქოლ-ცენტრი“ დაკეტეს და უნდათ, რომ ოპოზიციის კონკრეტულ სახელებს დაუკავშირონ. საზოგადოებას ასეთი მარტივი ტყუილებით ვეღარ მოატყუებენ. ყველამ კარგად იცის, რომ თუ ვინმე მფარველობს “ქოლ-ცენტრებს”, ეს არის სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, უჩა მამაცაშვილი, ფარცხალაძე, ჯუანშერ ბურჭულაძე, ჭიკაიძე. ამ დაჯგუფებას დედაქალაქში აქვთ „ქოლ-ცენტრები“ და აქციეს ტრანსნაციონალური დანაშაულის მექად. თუ ასე არაა, ოპოზიცია ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას, მაგრამ არ უნდათ, გაურბიან. ჩვენ ვითხოვთ, გამოვიძიოთ, ისინიამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ამბობენ, არ გამოვიძიოთ! შესაბამისად, ვისაც ეშინია გამოძიების, დასტურია, რომ მას აქვს ინტერესი”
ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.