თუ ორგანიზებული კამპანია არ გაჩერდება, ყალბ ანგარიშებს გავასაჯაროებთ – ვაშაძე

“თუ ორგანიზებული კამპანია არ გაჩერდება, ყალბ ანგარიშებს გავასაჯაროებთ “- სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მის გვერდებზე სოციალურ ქსელში ნეგატიური კამპანია წარმოებს ქართული ოცნებისა და ერთერთიოპოზიციური პარტიის მხარდამჭერების მხრიდან.

„ბოლო პერიოდში ჩვენს გვერდზე შეინიშნება განსაკუთრებული მობილიზება ქართული ოცნებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებისა და ფეიქექაუნთების, რაც  მეტყველებს ჩვენს წინააღმდეგ ორგანიზებულ ნეგატიურ კამპანიაზე. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროფილების უმეტესობა არის ფეიქექაუნთიანუ შექმნილია მიზანმიმართულად მადისკრედიტირებელი კომენტარების წერის, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისა და არასწორი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის. ვწუხვარ რომ, ჩვენმა ოპონენტებმა და კონკურენტებმა ბრძოლის და ჩვენთან ურთიერთობის გარკვევის ეს ფორმა აირჩიეს! თუ ეს კამპანია არ შეჩერდება, უფლებას ვიტოვებთ, გავასაჯაროვოთ ეს ექაუთები კომენტარებთან ერთად”, – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.