“თუ აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფიქრობს, რომ დემოკრატიული წინსვლა არის ადამიანების წამება, მაშინ ჯობს, ამ “დემოკრატიულ უკუსვლაში” დავრჩეთ. [..] როდესაც ლაპარაკობენ დემოკრატიულ უკუსვლაზე და მისტირიან ციხეში წამებასა და მკვლელობებს, 150 კაცი რომ კვდებოდა ციხეში, ბოდიში, ეს დრო ვერ დაბრუნდება, ვისი სურვილიც არ უნდა იყოს. ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა, როდესაც ამას ვიღაც მისტირის”
ასე ეხმაურება ივანიშვილის დეპუტატი, სოზარ სუბარი ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდს, რომელმაც თქვა, რომ “საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შემაშფოთებელია”.