“წარმოიდგინეთ, გაგვექცა სიტუაცია და ავედით 5 ათას კაცამდე – საქართველოსთვის ეს არის კატასტროფული რიცხვები. იცით, რომ ჩვენთან 100 ათას მოსახლეზე ავადობა უფრო მაღალია, ვიდრე ინდოეთში? თუ ჩვენთან დატრიალდა ისევ ნოემბერი, რომელი ტურისტი ჩამოვა?! გიჟია ასეთ ქვეყანაში ჩავიდეს?!

ამიტომ ნუ შეგვრცხვება ქუჩაში რომ ადამიანი მოდის და პირბადე რომ არ უკეთია, შენიშვნა მივცეთ, ის ჩვენს ქვეყანას აზარალებს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ტურისტს ვერ მიიღებს. ამ შეგნებით უნდა ვიყოთ თითოეული ჩვენგანი”.

 

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აჭარის ტელევიზიის ეთერში.