სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მდინარე ენგურიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.მოქალაქეები ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვლითი გზით ცდილობდნენ შემოსვლას. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ეძებენ კიდევ 1 მოქალაქეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 143-ე (ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა) მუხლებით მიმდინარეობს.