“ეს ცეცხლთან თამაშია, გამიგეთ?! ჩვენ ჯერ კორონავირუსული ინფექცია არ დაგვიმარცხებია. დღესაც 521 შემთხვევა იყო ქვეყანაში, 12 ადამიანი დაიღუპა დილის 9 საათისთვის ბოლო 24 საათში, ეს ხომ სერიოზული ციფრებია პატარა საქართველოსთვის. ამიტომ, ჩვენ უნდა გავითავისოთ, გასაგებია, მესმის, რომ რთულია, ზაფხულია და ყველას გვინდა უფრო მეტი თავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ადამიანთა ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე”
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2–თან საუბრისას.