ორშაბათი, 23 დეკემბერი , 2024, 12:27

მოლაპარაკებების ჩავარდნა პარტნიორებს ცუდ სიგნალს უგზავნის – ლანდსბერგისი

“მოლაპარაკებების ჩავარდნა პარტნიორებს ცუდ სიგნალს უგზავნის”- ასე ეხმაურება,  ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრილიუს ლანდსბერგისი ევროკავშირის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებს, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

“საქართველოში მედიაციისთვის მადლობელი ვარ კრისტიენ დანიელსონის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის  მისიის. იმედგაცრუებული ვარ, რომ ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ეს ცუდ სიგნალს უგზავნის მეგობრებს და პარტნიორებს. საჭიროა, ღრმად დაფიქრების პერიოდი.”- წერს ლანდსბერგისი.