დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, მოწევა კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის. NCDC-ის განმარტებით, მოწევისას ხელის პირთან მიტანამ, შესაძლოა, ორგანიზმში ვირუსის მოხვედრას ხელი შეუწყოს.
უწყების ცნობით, თამბაქოს პროდუქტების, მათ შორის, ჩილიმის გაზიარება ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს.
საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 23 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 262.