თბილისში, 94-ე სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
„სასწავლო პროცესი შეწყდა. პედაგოგს კორონავირუსი გუშინ 17:00 საათზე დაუდასტურდა. დღეს ისედაც დასვენებაა. გაგზავნილია წერილი სამინისტროში დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით. პედაგოგები და მოსწავლეები თვითიზოლაციაში არიან გადასულები“, – განაცხადა სკოლის დირექტორმა ნინო გახარიამ.