რა მოხდება, თუ ვაქცინაცია დროულად არ დაიწყება – ნანა გეგეჭკორის განმარტება

აშშ–ში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც The Mount Sinai-ის სამედიცინო ქსე­ლის ჰოს­პი­ტალ­ში მუ­შა­ობს, აცხადებს, რომ თუ საქართველო ვაქცინაციას დროულად არ დაიწყებს, პანდემია უმართავი გახდება.

მისი თქმით, ამის მიზეზი ის იქნება, რომ კორონავირუსის ახალი შტამები გავრცელდება.

“დღეს მთელი მსოფლიოსთვის ერთადერთი პრიორიტეტი არსებობს, რომ როგორმე დავიძვრინოთ თავი ამ პანდემიისგან. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვიშოვოთ ვაქცინა. პირდაპირ ვართ დამოკიდებული ამაზე. ყველა აღიარებს, რომ თუ ვერ მოხერხდა დროული ვაქცინაცია და მყარი იმუნიტეტის შექმნა საზოგადოების დიდი ნაწილში, პანდემია გაგრძელდება და უმართავი გახდება, იმიტომ რომ ახალი და ახალი შტამები გაჩნდება. ცხადია, ეს, პირველ რიგში, საფრთხეს შეუქმნის ადამიანების სიცოცხლეს და დააზარალებს ეკონომიკას”,– ამბობს ნანა გეგეჭკორი ფორმულას ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ სახელმწიფო მოხელეების კომენტარებს ვაქცინის დაგვიანების შესახებ გაოგნებული უსმენს, რადგან ეს არა სხვისი, არამედ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.