საქართველოს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, რომელსაც ყველა ოპოზიციური პარტია ბოიკოტს უცხადებს. ამის მიუხედავად ოპოზიციონერი კანდიდატები ბიულეტენებში მაინც რჩებიან, რადგან ფორმალურად კანდიდატურის მოხსნა მეორე ტურის წინ შეუძლებელია. ოპოზიცია საკუთარ მომხრეებს მოუწოდებს არ მიიღონ მონაწილეობა მეორე ტურში, რადგან არჩევნები გაყალბებულია.
მაჟორიტარული არჩევნები შემდეგ ოლქებში იმართება:
მთაწმინდა, კრწანისის ოლქი: ბექა ოდიშარია – შალვა შავგულიძე
ვაკის ოლქიი : ნოდარ ტურძელაძე–ელენე ხოშტარია
საბურთალო: დავით სერგეენკო – ალეკო ელისაშვილი
ისანი: კახა კახიშვილი – ხატია დეკანოიძე
სამგორი: სოზარ სუბარი – ლევან ხაბეიშვილი
დიდუბე, ჩუღურეთი: – გიორგი ვოლსკი– ზურაბ ჯაფარიძე
ნაძალადევი: მიხეილ ყაველაშვილი– შალვა ნათელაშვილი
გლდანი: ლევან კობიაშვილი – ნიკა მელია
თელავი,ახმეტა ყვარელი,ლაგოდეხი: ირაკლი ქადაგიშვილი – გიორგი ბოტკოველი
მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი: შალვა კერესელიძე–ცეხარ ჩოჩელი
რუსთავი, გარდაბანი: ნინო ლაცაბიძე–დავით კირკიტაძე
ხაშური, ქარელი: ზაალ დუგლაძე–ნატო ჩხეიძე
ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი: ბეჟან წაქაძე–კახა გეწაძე
ქუთაისი:ზაზა ლომინაძე– გრიგოლ ვაშაძე
ზუგდიდი: ირაკლი ჩიქოვანი– მალხაზ ჯალაღონია
ბათუმი : რესან კონცელიძე– ლევან ვარშალომიძე
ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო:ანზორ ბოლქვაძეი– მიშა ბოლქვაძე