ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ბრალდებით ორი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

spot_imgspot_img

ირანის სასამართლო ხელისუფლების ცნობით, ჩამოხრჩობით სიკვდილით დასაჯეს ორი მამაკაცი, რომლებსაც 2026 წლის იანვარში მასობრივ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ დანაშაულებში ადანაშაულებდნენ. ინფორმაციას  AFP და სააგენტო Fars ავრცელებენ.

სასამართლოს ცნობით, ერფან ესფანდიარისა და გოლ-მოჰამად მოჰამადის მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი აღსრულდა.

ირანის ხელისუფლება მათ ისპაჰანში, თეირანიდან დაახლოებით 340 კილომეტრში, პოლიციელებზე სასტიკ თავდასხმასა და მათ დაღუპვაში ადანაშაულებდა. სასამართლო უწყების განცხადებით, შემთხვევა ვიდეოზე გადაიღეს და კადრები მოგვიანებით უცხოურ ტელეარხებს გადასცეს.

ოფიციალურ განცხადებაში არ არის მითითებული დაკავებისა და სასამართლო პროცესის თარიღები, ასევე არ სახელდება მსჯავრდებულთა ასაკი.

მასობრივი საპროტესტო აქციები ირანში

2025 წლის დეკემბრის ბოლოდან ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობდა, რომლებიც ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით ჩაახშო. თავდაპირველად აქციების მიზეზი ცხოვრების მაღალი ღირებულება იყო, თუმცა ისინი სწრაფად გადაიზარდა ფართომასშტაბიან ანტისამთავრობო დემონსტრაციებში. პროტესტის პიკი 8–9 იანვარს დაფიქსირდა.

ირანის ხელისუფლების განცხადებით, მოვლენების შედეგად 3 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თეირანი ამტკიცებდა, რომ „ტერორისტული აქტები“ აშშ-ისა და ისრაელის მიერ იყო ორგანიზებული. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით კი, ირანის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს სამხედრო ჩარევით დაემუქრა. მოგვიანებით, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ერთობლივი დარტყმა განახორციელეს, რასაც ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყება მოჰყვა.

ირანი სიკვდილით დასჯის შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა

ქვეყანაში გახშირდა დაკავებები და სიკვდილით დასჯები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც წლის დასაწყისის საპროტესტო აქციებთან, ისე შემდგომ სამხედრო კონფლიქტთან.

არასამთავრობო ორგანიზაციების — Iran Human Rights-ისა და Together Against the Death Penalty-ის — მონაცემებით, 2025 წელს ირანის ხელისუფლებამ სულ მცირე 1 639 ადამიანი დასაჯა სიკვდილით. ეს 1989 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელია.

Amnesty International-ის მონაცემებით, სიკვდილით დასჯის შემთხვევების რაოდენობით ირანი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება.

spot_imgspot_img

პოპულარული

მოსკოვის და ლენინგრადის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად მოსკოვის ოლქში ხუთი ადამიანი დაიღუპა...

დაქირავებული ახალგაზრდა მკვლელები — თინეიჯერი ქილერები, რომლებსაც ევროპის მასშტაბით მკვლელობებისთვის იბირებენ

სტოკჰოლმის გარეუბანში, ზამთრის სიბნელიდან შავებში ჩაცმული მამაკაცი გამოჩნდა. მას...

პუტინი რუსებს ომში იძულებით რთავს და ახალ მობილიზაციას ამზადებს, — WSJ

კრემლი რუსების უკრაინის ომში საბრძოლველად სულ უფრო მკაცრ მეთოდებს...

რუსეთში Human Rights Foundation „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადდა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ამერიკული ფონდის — Human Rights Foundation-ის...

ზელენსკის თქმით, პუტინი რთული არჩევანის წინაშეა და ომის შეჩერებას განიხილავს

რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო რუსეთის დიქტატორი ვლადიმირ პუტინი არჩევანის...

ამ ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას–ევროკავშირი 2008 წლის ომზე

ევროკავშირი მისი პრესსპიკერის საშუალებით განცხადებას ავრცელებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის...

„უპილოტო აპარატების საფრთხის“ რეჟიმი და საჰაერო განგაშები ოკუპირებულ აფხაზეთში

დღევანდელი დილა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას ასეთი გაფრთხილებით გაუთენდა:...

გიორგი ბურჯანაძე: პატიმართა რაოდენობა საქართველოში 18 თვეში 43%-ით გაიზარდა

18 თვეში პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი, -...
spot_img

ყველა ამბავი

“დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს“–მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, რომელიც 2008 წლის რუსული აგრესიის დროს რუსეთის პრეზიდენტი იყო, რუსულ მედიასთან ინტერვიუში...

აშშ–მა საქართველოში რეგისტრირებული კომპანია დაასანქცირა, რომელიც ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან იყო დაკავშირებული

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაფინანსებასთან, ფულის გათეთრებასა და სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული კრიპტოვალუტის ბირჟებისა...

მარკო რუბიო სომხეთ–აზერბაიჯანის გავლით ტრამპის მარშრუტისთვის 201 მილიონიანი ტრანსკასპიური ფონდის შექმნის შესახებ აცხადებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასულ წელს ვაშინგტონში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა,...

ქართული ოცნების რუსული რიტორიკა ომის დაწყების 18–ე წელს–პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილმა დაიწყო

2008 წლის აგვისტოს ომის თვრამეტი წლისთავი ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გამოიყენა იმისთვის, რომ ომის დაწყებაში საქართველოს ხელისუფლება დაედანაშაულებინა. ოცნება...

რუსეთის საგარეო უწყება:2008 წლის 7-8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რუსეთიც ომის დაწყების თარიღად ქართული ოცნების მსგავსად,8 აგვისტოს...

აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.მთავრობის...

ზელენსკი სერბეთშია. ვიზიტის პირველი საღამო ვუჩიჩთან ერთად ვაშხშამს დაეთმო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სერბეთში პირველი ვიზიტის ფარგლებში, პარასკევს, 7 აგვისტოს საღამოს, ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტ...

დავა შენგენის გამო: მადრიდმა და რომმა ერთმანეთს ულტიმატუმები წაუყენეს

ესპანეთი იტალიიდან ჩასული მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესებით დაიმუქრა, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს, რომელიც გასულ კვირას ესპანეთის...

აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გრემის კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა პარასკევს, 7 აგვისტოს, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რუსეთის ენერგორესურსების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების წინააღმდეგ მიმართული სანქციების ფართომასშტაბიანი...

როგორ ასაბუთებს პროკურატურა ნია იმნაძისთვის წაყენებულ „წაქეზების“ ბრალს

მოკლული პედაგოგის გიგა ავალიანის საქმის პროკურორი განმარტავს, თუ როგორ ასაბუთებს პროკურატურა ბრალს - ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას...

სასამართლოს გადაწყვეტილებით, Meta-მ ბავშვების ფსიქიკისთვის მიყენებული ზიანის გამო 567 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს

ნიუ-მექსიკოს სასამართლომ დაადგინა, რომ Meta-მ 567 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა გადაიხადოს იმ ზიანისთვის, რომელიც კომპანიის ორმა მთავარმა პროდუქტმა —...

პატრიარქი ბრალდებულის სკამზე: რატომ თქვა უარი მოსამართლემ გარეგინ II საქმის განხილვაზე?

სომხეთის ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელზეც ბრალდებულის სახით ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი, გარეგინ II და უმაღლესი სასულიერო საბჭოს კიდევ...