ევროკავშირი მზად არის, სირიის ახალ ხელისუფლებასთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებაზე იმუშაოს

spot_imgspot_img

ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან, სირიის ახალ ხელისუფლებასა და ახლადფორმირებულ სახალხო ასამბლეასთან იმუშაონ, რათა გაუქმდეს ბაშარ ალ-ასადის მმართველობის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს. შესაბამისი განცხადება ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადებით, ევროკავშირი სირიის პარლამენტთან თანამშრომლობისთვის მზად არის საერთო მიზნების მისაღწევად, მათ შორის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების პრინციპების დასაცავად. ამის ერთ-ერთ პირობად სამინისტრო ასადის რეჟიმის მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილებების გაუქმებას ასახელებს, რომელთა საფუძველზეც დამასკომ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც 2026 წლის 12 ივლისს დამასკოში სირიის ახალი სახალხო ასამბლეის პირველი სხდომა გაიმართა. ეს სირიის პარლამენტის პირველი შეკრება იყო ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების დამხობის შემდეგ. 210-წევრიან გარდამავალ პარლამენტს კანონების მიღებასთან ერთად ქვეყნის მუდმივი კონსტიტუციის მომზადებაც ევალება. დეპუტატების ორი მესამედი რეგიონულმა საარჩევნო კოლეგიებმა შეარჩიეს, დანარჩენი წევრები კი სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარამ დანიშნა.

სირიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2018 წლის 29 მაისს აღიარა. იმავე გადაწყვეტილებით დამასკო ოკუპირებულ რეგიონებთან საელჩოების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას დათანხმდა. ამის საპასუხოდ საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

ევროკავშირმა სირიის გადაწყვეტილება მაშინვე დაგმო და განაცხადა, რომ ის საერთაშორისო სამართალს, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, გაეროს წესდებასა და გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამის რეზოლუციებს ეწინააღმდეგებოდა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2018 წელსვე მოუწოდა სირიის ხელისუფლებას, რუსეთის ზეწოლას არ დამორჩილებოდა და აღიარების გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გაეუქმებინა.

ლიეტუვის განცხადებაში უკრაინის ხსენება უკავშირდება ასადის ხელისუფლების კიდევ ერთ გადაწყვეტილებას: 2022 წლის ივნისში სირიამ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რუსეთის მიერ შექმნილი სეპარატისტული წარმონაქმნების ე.წ. დამოუკიდებლობაც აღიარა. ამის შემდეგ უკრაინამ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, თუმცა ალ-ასადის ხელისუფლების დამხობის შემდეგ კიევსა და დამასკოს შორის ურთიერთობები აღდგა.

ბაშარ ალ-ასადის 24-წლიანი მმართველობა 2024 წლის 8 დეკემბერს დასრულდა, როდესაც ოპოზიციურმა ძალებმა დამასკო დაიკავეს, ხოლო ასადი სირიიდან გაიქცა და რუსეთში გადავიდა. სამოქალაქო ომის წლებში მის რეჟიმს გადამწყვეტ სამხედრო და პოლიტიკურ დახმარებას რუსეთი, ირანი და ლიბანის „ჰეზბოლა“ უწევდნენ.

ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ საერთაშორისო მოწოდებები სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების შესახებ გააქტიურდა. 2025 წელს ამ მოთხოვნით სირიის ახალ ხელმძღვანელობას ამერიკელმა კონგრესმენმა და აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ ჯო უილსონმა მიმართა. მოგვიანებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამაც მოუწოდა დამასკოს, გაეუქმებინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება და ეღიარებინა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.

სირია ამ დრომდე ერთ-ერთია გაეროს წევრი მხოლოდ ხუთი სახელმწიფოდან, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ. დანარჩენები არიან რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ. შესაბამისად, დამასკოს მიერ 2018 წლის გადაწყვეტილების გაუქმება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური შედეგი და რუსეთის მიერ წარმოებული საერთაშორისო აღიარების პოლიტიკის კიდევ ერთი მარცხი იქნება.

spot_imgspot_img

პოპულარული

თურქეთი შავ ზღვაში სავაჭრო გემების მოძრაობაზე შეზღუდვებს აწესებს

შავ ზღვაში რუსეთისა და უკრაინის თავდასხმების რაოდენობის ზრდის გამო,...

ტრამპის გოლფ-კლუბის თავზე ორი თვითმფრინავი სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა შეაჩერეს და ზონიდან გაყვანეს

ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული სარდლობის (NORAD) F-16 ტიპის...

კობახიძის განცხადების გამო ცხინვალის რეჟიმი აგრესიაში დამნაშავედ ქართული სახელმწიფოს გამოცხადებას მოითხოვს

ცხინვალის რეჟიმი თვლის, რომ საქართველომ კობახიძის სახით აღიარა სააკაშვილი...

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ომის მოწინააღმდეგე პარტია „იაბლოკო“ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებიდან მოხსნა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის „იაბლოკოს“ ფედერალური სიის...

ახალი სკანდალი ფიფას პრეზიდენტის გარშემო: ინფანტინოს საყვარლისთვის დიდი თანხის გადახდაში ადანაშაულებენ

ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს სავარაუდო საყვარელმა უეფასგან კომპენსაცია მიიღო...

“ნატოსთან ბევრი კითხვა გვაქვს, უკრაინა მას ტექნოლოგიურად უსწრებს“–ზალუჟნი საკუთარ განცხადებას განმარტავს

უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში და უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა...
spot_img

ყველა ამბავი

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ომის მოწინააღმდეგე პარტია „იაბლოკო“ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებიდან მოხსნა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის „იაბლოკოს“ ფედერალური სიის რეგისტრაციის გაუქმება გადაწყვიტა. პარტიის არჩევნებიდან მოხსნის მოთხოვნით, სასამართლოს კრემლის მომხრე...

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ “თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ შედეგი არ გამოიღო“ და მან რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი არ თქვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მხაილ გალუზინი აცხადებს, რომ რუსეთი და საქართველო ბუნებრივი პარტნორები არიან და თბილისზე "უპრეცედენტო გარე...

რატომ გვიანდება ინფრასტრუქტურული პროექტები წლობით?

 რასთან გვაქვს საქმე, როცა პროექტის შესრულება დათქმულ ვადას ოთხი წლით სცდება? ცუდ დაგეგმვასთან? არაეფექტურ მონიტორინგთან? უხარისხო შესრულებასთან? თუ სამივესთან...

მოლდოვამ მის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნის შემდეგ რუსეთიდან ელჩი გამოიწვია

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ქვეყნის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურმა ორშაბათს, 10 აგვისტოს, Telegram-ზე განაცხადა. საგარეო საქმეთა...

რატომ იზრდება ირანული კომპანიების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ირანული ინვესტიციების მოცულობა?

8 აგვისტოს აშშ-ის მიერ საქართველოში რეგისტრირებული კრიპტოკომპანიის დასანქცირების შემდეგ „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC)საქართველოში რეგისტრირებულ ირანულ კომპანიებზე ინფორმაციას ავრცელებს....

გეგელია კობახიძეზე: ეს არის წინასწარ გაცხადებული საბოტაჟის ქრონიკა. პრემიერი ერის წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ. სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია - ასე...

ირაკლი კირცხალია: “სუხიშვილები”, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე გარე ინტერესებს ემსახურებიან

„ქართული ოცნება“ უკვე რამდენიმე დღეა „რუსოფობიისა“ და „რუსოფობების“ თემას ვრცელ მიმოხილვებს უძღვნის. ირაკლი კობახიძის შემდეგ ვრცელ სტატუსს, სოციალურ ქსელში,...

კალაძის განმარტება რუს ბლოგერთან ინტერვიუზე, რომელშიც მან რუსი ტურისტები საქართველოში დაპატიჟა

კახა კალაძე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ რუს ბლოგერს ინტერვიუ მისცა, რომელშიც რუსი ტურისტები საქართველოში დაპატიჟა და ურჩია, რომელი...

რა ინფორმაციას ავრცელებს შსს 2014 წელს გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე

2014 წელს გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს.„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, 2014 წელს, დუშეთის...

ტრამპის გოლფ-კლუბის თავზე ორი თვითმფრინავი სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა შეაჩერეს და ზონიდან გაყვანეს

ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული სარდლობის (NORAD) F-16 ტიპის გამანადგურებლებმა 9 აგვისტოს ორი სამოქალაქო თვითმფრინავი გააჩერეს, რომლებმაც ნიუ-ჯერსის შტატში,...

შსს–მ ჩინეთის 2 მოქალაქე დააკავა, რომლებმაც თვითმფრინავის ბორტზე 2 მგზავრს თანხა მოპარეს

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია:„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის...

კობახიძის განცხადების გამო ცხინვალის რეჟიმი აგრესიაში დამნაშავედ ქართული სახელმწიფოს გამოცხადებას მოითხოვს

ცხინვალის რეჟიმი თვლის, რომ საქართველომ კობახიძის სახით აღიარა სააკაშვილი დამნაშავედ აგრესიაში, შესაბამისად, პასუხისმგებლობა ქვეყანას უნდა დაეკისროსრუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალი...