„ოცნების პრემიერი“,„ოცნების ხელისუფლება“ – ამ და სხვა ტერმინების გამო კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ 5 000 ლარით დააჯარიმა

spot_imgspot_img

„ოცნების პრემიერი“,„ოცნების ხელისუფლება“ – ამ და სხვა ტერმინების გამო კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ 5 000 ლარით დააჯარიმა. ეს ComCom-ის მიერ ტელევიზიის წინააღმდეგ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებული მესამე დავაა. კომისიის თქმით, „ფორმულამ” „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის – „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა” მე-5 პუნქტი დაარღვია.

კომისიამ სადაოდ გახადა ფრაზები, როგორებიცაა: „ოცნების ხელისუფლება“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების პრემიერი“, „ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო“, „რეპრესიული კანონონები“, „ოცნების რეჟიმის რეპრესიები”.

“კომისიის მიერ გამოვლენილი დარღვევები მოიცავდა ახალი ამბების პროგრამებში ჟურნალისტებისა და წამყვანების მიერ გაკეთებულ შეფასებებს, რომლებიც მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხების მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების საფუძველზე გაშუქებას წარმოადგენდა, რასაც კანონმდებლობა ზღუდავს. კერძოდ: “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით აკრძალულია ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქება. იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. შესაბამისად, შეზღუდულია არა მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა, არამედ – მაუწყებლის პოზიციის შესაბამისად, პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების და საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება.

გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია ფორმულას ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის უკვე მიღებული აქვს ორი სანქცია: წერილობითი გაფრთხილება და 2500 ლარიანი ჯარიმა, ამ ჯერზე “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად კომპანიას უნდა დაეკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ კომისიამ ამჯერად გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და აღნიშნული სამართალდარღვევისთვის ტელეკომპანია ფორმულას კანონით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობის ჯარიმა – 5000 ლარი დააკისრა” – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება TV იმედს, ComCom-ის განცხადებით, საქმე ეხება ტელეკომპანიის მიერ სამაუწყებლო ეთერში, ინტერნეტში, ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის შესახებაც კომისიას საჩივრით ა(ა)იპ საქართველოს მომავლის აკადემიამ მიმართა.

“კომისიამ დაადგინა, რომ ეთერსა და ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით ტელეკომპანია იმედის მიერ დარღვეულია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები. მათ შორის, ინფორმაციის წყაროს ანონიმურობაზე მითითების ვალდებულება, განსხვავებული მოსაზრებების დაბალანსებულად გაშუქების ვალდებულება, პროგრამაში მონაწილე პირთა მიმართ ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემით მოპყრობის ვალდებულება და პროგრამაში გამოთქმულ ბრალდებებზე პასუხის გაცემის უფლების მიცემის ვალდებულება.

გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ტელეიმედის  მიმართ მსგავსი დარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა” – წერს უწყება.

ამ და მსგავსი ტერმინების გამოყენებისთვის კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა” 21 მაისს უკვე დააჯარიმა. ამ დროისთვის, ტელევიზიას 2 ჯარიმა და 1 წერილობითი გაფრთხილება აქვს.

კომუნიკაციების კომისიამ ამ ეტაპზე მხოლოდ ჯარიმას მიმართა და არ გამოიყენა ალტერნატიული სანქცია, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, ტელევიზიის ავტორიზაციის შეჩერების საკითხს ითვალისწინებს.

თუკი კომუნიკაციების კომისია ისევ დაადგენს დარღვევას, კომისია კვლავ უფლებამოსილი იქნება ტელევიზიის ავტორიზაციის შეჩერების საკითხზე იმსჯელოს ან დააკისროს გაზრდილი ოდენობის ჯარიმა არანაკლებ 10 000 ლარისა, არაუმეტეს კომპანიის წლიური შემოსავლის 3%-ისა

spot_imgspot_img

პოპულარული

გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს

თემქაზე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია...

Reuters:აშშ-მა ირანთან ომში შორი მოქმედების რაკეტების მარაგი თითქმის ამოწურა

Reuters-ის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა ირანთან ომის დროს სახმელეთო ბაზირების...

სასამართლოს გადაწყვეტილებით, Meta-მ ბავშვების ფსიქიკისთვის მიყენებული ზიანის გამო 567 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს

ნიუ-მექსიკოს სასამართლომ დაადგინა, რომ Meta-მ 567 მილიონი დოლარის კომპენსაცია...

რუსეთში Human Rights Foundation „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადდა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ამერიკული ფონდის — Human Rights Foundation-ის...

ხელოვნური ინტელექტის სფეროს წარმომადგენლები ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპის შენელებას ითხოვენ. რატომ?

ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე კაცობრიობის უნარი,...

აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გრემის კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა პარასკევს, 7 აგვისტოს, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ...

გერმანიაში უკრაინის მოქალაქე დივერსიის მომზადების ეჭვით დააკავეს

უკრაინის 33 წლის მოქალაქე გერმანიის ფედერალურ მიწა თიურინგიაში დააკავეს....

ზელენსკის თქმით, პუტინი რთული არჩევანის წინაშეა და ომის შეჩერებას განიხილავს

რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო რუსეთის დიქტატორი ვლადიმირ პუტინი არჩევანის...
spot_img

ყველა ამბავი

აშშ–მა საქართველოში რეგისტრირებული კომპანია დაასანქცირა, რომელიც ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან იყო დაკავშირებული

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაფინანსებასთან, ფულის გათეთრებასა და სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული კრიპტოვალუტის ბირჟებისა...

მარკო რუბიო სომხეთ–აზერბაიჯანის გავლით ტრამპის მარშრუტისთვის 201 მილიონიანი ტრანსკასპიური ფონდის შექმნის შესახებ აცხადებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასულ წელს ვაშინგტონში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა,...

ქართული ოცნების რუსული რიტორიკა ომის დაწყების 18–ე წელს–პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილმა დაიწყო

2008 წლის აგვისტოს ომის თვრამეტი წლისთავი ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გამოიყენა იმისთვის, რომ ომის დაწყებაში საქართველოს ხელისუფლება დაედანაშაულებინა. ოცნება...

რუსეთის საგარეო უწყება:2008 წლის 7-8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რუსეთიც ომის დაწყების თარიღად ქართული ოცნების მსგავსად,8 აგვისტოს...

აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.მთავრობის...

ზელენსკი სერბეთშია. ვიზიტის პირველი საღამო ვუჩიჩთან ერთად ვაშხშამს დაეთმო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სერბეთში პირველი ვიზიტის ფარგლებში, პარასკევს, 7 აგვისტოს საღამოს, ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტ...

დავა შენგენის გამო: მადრიდმა და რომმა ერთმანეთს ულტიმატუმები წაუყენეს

ესპანეთი იტალიიდან ჩასული მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესებით დაიმუქრა, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს, რომელიც გასულ კვირას ესპანეთის...

აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გრემის კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა პარასკევს, 7 აგვისტოს, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რუსეთის ენერგორესურსების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების წინააღმდეგ მიმართული სანქციების ფართომასშტაბიანი...

როგორ ასაბუთებს პროკურატურა ნია იმნაძისთვის წაყენებულ „წაქეზების“ ბრალს

მოკლული პედაგოგის გიგა ავალიანის საქმის პროკურორი განმარტავს, თუ როგორ ასაბუთებს პროკურატურა ბრალს - ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას...

სასამართლოს გადაწყვეტილებით, Meta-მ ბავშვების ფსიქიკისთვის მიყენებული ზიანის გამო 567 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს

ნიუ-მექსიკოს სასამართლომ დაადგინა, რომ Meta-მ 567 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა გადაიხადოს იმ ზიანისთვის, რომელიც კომპანიის ორმა მთავარმა პროდუქტმა —...

პატრიარქი ბრალდებულის სკამზე: რატომ თქვა უარი მოსამართლემ გარეგინ II საქმის განხილვაზე?

სომხეთის ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელზეც ბრალდებულის სახით ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი, გარეგინ II და უმაღლესი სასულიერო საბჭოს კიდევ...

ამ ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას–ევროკავშირი 2008 წლის ომზე

ევროკავშირი მისი პრესსპიკერის საშუალებით განცხადებას ავრცელებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებითგანცხადებაში ნათქვამია, რომ  რუსეთსა და საქართველოს შორის...