მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 30 წლამდე შვილმა მამა მოკლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია Aktual.ge ავრცელებს.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. შემთხვევის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.















