AFP: ივნისის სიცხემ ევროპაში 12 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

spot_imgspot_img

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ივნისის მეორე ნახევარში, როდესაც ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია, სულ მცირე 12 000 ჭარბი სიკვდილიანობის შემთხვევა დაფიქსირდა, — ასეთი გათვლა აქვს AFP-ს. არსებობს სხვა შეფასებებიც.

სააგენტომ შეაჯამა ბელგიის, გერმანიის, ესპანეთის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, საფრანგეთისა და შვეიცარიის მონაცემები.

ანალიზმა აჩვენა, რომ ამ შვიდ ქვეყანაში 22-დან 28 ივნისამდე, როდესაც სიცხემ პიკს მიაღწია, დაახლოებით 10 000-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე წინა წლებში ამავე პერიოდში საშუალოდ. კიდევ დაახლოებით 2 200 ჭარბი სიკვდილიანობის შემთხვევა დაფიქსირდა ინგლისსა და უელსში 18-დან 28 ივნისამდე, — განაცხადა გაერთიანებული სამეფოს მეტეოროლოგიურმა სამსახურმა. AFP-ის ანალიზში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები არ მოხვედრილა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორმა ჰანს კლუგემ აღნიშნა, რომ ამ სიკვდილიანობის შემთხვევების უმეტესობის თავიდან ასაცილებლად საჭირო საშუალებები არსებობს და შესაბამისი რეკომენდაციებიც გამოქვეყნებულია. თუმცა, მისი თქმით, „ზედმეტად ბევრი მთავრობა სიცხეს კვლავ ამინდის მოვლენად განიხილავს და არა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობად“.

„მთავრობების შემდგომი მოქმედება მათი არჩევანია და ეს ზაფხული აჩვენებს, რა დევს სასწორზე“, — გაუსვა ხაზი კლუგემ.

სიცხით გამოწვეული სიკვდილიანობის ალტერნატიული მონაცემები

გერმანიაში 22-დან 28 ივნისამდე, რეკორდული სიცხის ფონზე, როდესაც ტემპერატურა ზოგიერთ ადგილას 41 გრადუს ცელსიუსს აჭარბებდა, დაახლოებით 23 900 ადამიანი გარდაიცვალა — 7 100-ით მეტი, ვიდრე ორი კვირით ადრე, — დაითვალა გერმანიის ფედერალურმა სტატისტიკურმა უწყებამ.

მანამდე რობერტ კოხის ინსტიტუტი გერმანიაში ამ უკიდურესად ცხელ ივნისის კვირაში ჭარბ სიკვდილიანობას 4 310 შემთხვევად, მთლიანად ივნისში კი დაახლოებით 5 100 შემთხვევად აფასებდა.

ევროპის მთლიან მასშტაბზე ბოლო პერიოდში ასევე ვრცელდებოდა შეფასება, რომ სიცხის გამო 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს მონაცემები გამოაქვეყნა სიკვდილიანობის მონიტორინგის ევროპულმა პროგრამამ EuroMOMO-მ, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის მხარდაჭერით მუშაობს. კვლევისთვის 27 ევროპული ქვეყნის ეროვნული სტატისტიკა შეაჯამეს.

ამ მონაცემების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შემთხვევების დიდი უმრავლესობა 65 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებზე მოდიოდა. ჰაერის ანომალიურად მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ სითბური დარტყმა, არამედ გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების გამწვავებაც — ამ საფრთხის მიმართ ხანდაზმული ადამიანები განსაკუთრებით დაუცველები არიან.

spot_imgspot_img

პოპულარული

ვახო სანაიამ საპატიმრო დატოვა

14-დღიანი პატიმრობის შემდეგ „ფორმულას“ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ...

ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

3 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი...

გიორგი ბარამიძის განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის...

“დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს“–მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, რომელიც 2008...

ტულის ოლქში დრონის დარტყმის შემდეგ „Wildberries“-ის საწყობი იწვის

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ტულის ოლქში „Wildberries“-ის ლოგისტიკურ ცენტრს...

სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა...

უკრაინული დრონების შეტევა Wildberries-ის კიდევ ერთ საწყობზე და რუსეთის რეგიონებზე

ომში მონაწილე ორივე მხარის ცნობით, კვირა დილით უკრაინულმა უპილოტო...

ზელენსკი სერბეთშია. ვიზიტის პირველი საღამო ვუჩიჩთან ერთად ვაშხშამს დაეთმო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სერბეთში...
spot_img

ყველა ამბავი

“დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს“–მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, რომელიც 2008 წლის რუსული აგრესიის დროს რუსეთის პრეზიდენტი იყო, რუსულ მედიასთან ინტერვიუში...

აშშ–მა საქართველოში რეგისტრირებული კომპანია დაასანქცირა, რომელიც ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან იყო დაკავშირებული

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაფინანსებასთან, ფულის გათეთრებასა და სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული კრიპტოვალუტის ბირჟებისა...

მარკო რუბიო სომხეთ–აზერბაიჯანის გავლით ტრამპის მარშრუტისთვის 201 მილიონიანი ტრანსკასპიური ფონდის შექმნის შესახებ აცხადებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასულ წელს ვაშინგტონში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა,...

ქართული ოცნების რუსული რიტორიკა ომის დაწყების 18–ე წელს–პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილმა დაიწყო

2008 წლის აგვისტოს ომის თვრამეტი წლისთავი ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გამოიყენა იმისთვის, რომ ომის დაწყებაში საქართველოს ხელისუფლება დაედანაშაულებინა. ოცნება...

რუსეთის საგარეო უწყება:2008 წლის 7-8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რუსეთიც ომის დაწყების თარიღად ქართული ოცნების მსგავსად,8 აგვისტოს...

აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.მთავრობის...

ზელენსკი სერბეთშია. ვიზიტის პირველი საღამო ვუჩიჩთან ერთად ვაშხშამს დაეთმო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სერბეთში პირველი ვიზიტის ფარგლებში, პარასკევს, 7 აგვისტოს საღამოს, ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტ...

დავა შენგენის გამო: მადრიდმა და რომმა ერთმანეთს ულტიმატუმები წაუყენეს

ესპანეთი იტალიიდან ჩასული მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესებით დაიმუქრა, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს, რომელიც გასულ კვირას ესპანეთის...

აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გრემის კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა პარასკევს, 7 აგვისტოს, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რუსეთის ენერგორესურსების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების წინააღმდეგ მიმართული სანქციების ფართომასშტაბიანი...

როგორ ასაბუთებს პროკურატურა ნია იმნაძისთვის წაყენებულ „წაქეზების“ ბრალს

მოკლული პედაგოგის გიგა ავალიანის საქმის პროკურორი განმარტავს, თუ როგორ ასაბუთებს პროკურატურა ბრალს - ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას...

სასამართლოს გადაწყვეტილებით, Meta-მ ბავშვების ფსიქიკისთვის მიყენებული ზიანის გამო 567 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს

ნიუ-მექსიკოს სასამართლომ დაადგინა, რომ Meta-მ 567 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა გადაიხადოს იმ ზიანისთვის, რომელიც კომპანიის ორმა მთავარმა პროდუქტმა —...

პატრიარქი ბრალდებულის სკამზე: რატომ თქვა უარი მოსამართლემ გარეგინ II საქმის განხილვაზე?

სომხეთის ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელზეც ბრალდებულის სახით ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი, გარეგინ II და უმაღლესი სასულიერო საბჭოს კიდევ...