ბოლო ერთი წლის განმავლობაში უმდიდრესმა რუსებმა ქვეყნიდან მილიარდობით დოლარი გაიტანეს

spot_imgspot_img

Bloomberg-ის მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში უმდიდრესმა რუსებმა, მათ შორის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გარემოცვის წევრებმა, ქვეყნიდან მილიარდობით დოლარი გაიტანეს. ამის მიზეზი რუსეთის ეკონომიკისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მდგომარეობასთან დაკავშირებული მზარდი შეშფოთებაა. აქტივების ჩამორთმევის გახმაურებული შემთხვევების შემდეგ ისინი შიშობენ, რომ სახელმწიფომ შესაძლოა მათი კაპიტალიც ჩამოართვას ან მათ საკუთარი ქონება დაკარგონ, — წერს სააგენტო ექვს შეძლებულ რუსსა და რუსი მილიარდერების განწყობების მცოდნე სხვა პირებზე დაყრდნობით.

მილიარდერებს თანხები საზღვარგარეთ კრიპტოვალუტის, ოქროსა და უძრავი ქონების საშუალებით გააქვთ

Bloomberg-ის ცნობით, გასული წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო თვეებში, რამდენიმე უმდიდრესი რუსის საინვესტიციო პორტფელში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ კაპიტალი კრიპტოვალუტებში, ოქროში, საზღვარგარეთ მდებარე უძრავ ქონებასა და კერძო საინვესტიციო ფონდებში გადააქვთ, განსაკუთრებით სპარსეთის ყურის ქვეყნებში.

ოფიციალურ სტატისტიკაში არმოხვედრილი კაპიტალის გადინების მასშტაბის შეფასება რთულია — მაგალითად, გაუმჭვირვალე კრიპტოვალუტური ტრანზაქციების შემთხვევაში. თუმცა, კონსერვატიული შეფასებით, 2026 წლის დასაწყისიდან რუსეთიდან ოფიციალური სტატისტიკის გვერდის ავლით გატანილი თანხის მოცულობა ათობით მილიარდ დოლარს შეადგენს, — წერს Bloomberg რამდენიმე რუსი მილიარდერის საინვესტიციო გადაწყვეტილებების მცოდნე ორ წყაროზე დაყრდნობით. მათი თქმით, ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაიზარდა.

რუსი მილიარდერებისთვის აქტივების ჩამორთმევა

აქტივების ჩამორთმევის ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული შემთხვევა „რუსაგროს“ ჰოლდინგის დამფუძნებლის, ვადიმ მოშკოვიჩის საქმე იყო, რომელიც რუს მილიარდერთა სიაში 55-ე ადგილს იკავებდა. მაისის დასაწყისში მოსკოვის ხამოვნიკის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სარჩელი მოშკოვიჩისა და მისი ნათესავების აქტივების ჩამორთმევის შესახებ.

სახელმწიფოს გადაეცა „რუსაგროს“ საკონტროლო პაკეტი, აგრეთვე მოშკოვიჩისგან ჩხრეკის დროს ამოღებული და მის ანგარიშებზე არსებული თანხები — 10,5 მილიარდ რუბლზე მეტი, 1,8 მილიონი დოლარი, 1,6 მილიონი ევრო და 200 მილიონ იუანზე მეტი.

ოქტომბერში მოსკოვის ტვერის რაიონულმა სასამართლომ სახელმწიფოს სასარგებლოდ „КДВ Групп“-ის მფლობელის, მილიარდერ დენის შტენგელოვის ქონების ჩამორთმევა გადაწყვიტა. კომპანიას ეკუთვნის ბრენდები „Яшкино“ და „Кириешки“. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ „КДВ Групп“-ის კაპიტალიზაცია 497 მილიარდ რუბლად, წლიური შემოსავალი კი 756 მილიარდ რუბლად შეაფასა. კომპანიის ინფორმაციით, მას რუსეთში 14 ქარხანა ეკუთვნის.

გარდა ამისა, 2025 წელს სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა შპს „ДМЕ Холдинг“, რომელიც მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტის აქტივებს ფლობდა. სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის სარჩელი, რომლის თანახმადაც აეროპორტის ძირითადმა მფლობელმა დმიტრი კამენშჩიკმა და „დომოდედოვოს“ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა ვალერი კოგანმა, რომლებიც სხვა სახელმწიფოების რეზიდენტები იყვნენ, კანონი დაარღვიეს და სტრატეგიული საწარმოს აქტივებს განკარგავდნენ, ხოლო მის მოგებას საზღვარგარეთ გასატანად იყენებდნენ.

რუსეთის გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელ იგორ კრასნოვის განცხადებით, 2024 წელს უწყებამ სხვადასხვა პირებს თითქმის 2,4 ტრილიონი რუბლის ღირებულების კერძო საკუთრება ჩამოართვა. ეს 2025 წლისთვის დაგეგმილი ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლების დაახლოებით 6%-ია.

spot_imgspot_img

პოპულარული

“უცხოელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ტელეფონები და თანხა გასტაცეს” – დააკავეს 2 პირი

თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს."გამოძიებით...

დაქირავებული ახალგაზრდა მკვლელები — თინეიჯერი ქილერები, რომლებსაც ევროპის მასშტაბით მკვლელობებისთვის იბირებენ

სტოკჰოლმის გარეუბანში, ზამთრის სიბნელიდან შავებში ჩაცმული მამაკაცი გამოჩნდა. მას...

ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს

ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის...

გიგა ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს ბრალდება წარედგინათ

პროკურატურის ინფორმაციით, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის...

საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა – კობახიძე

ბევრი სამარცხვინო სპეკულაცია მოვისმინეთ, მათ შორის, მაგალითად მკვლელობასთან დაკავშირებით...

Reuters:აშშ-მა ირანთან ომში შორი მოქმედების რაკეტების მარაგი თითქმის ამოწურა

Reuters-ის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა ირანთან ომის დროს სახმელეთო ბაზირების...

ესპანეთში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს – ისინი ე.წ. „მომთაბარე კრიმინალურ ჯგუფს“ მიეკუთვნებოდნენ

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ვალენსიის რეგიონში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. შედეგად...
spot_img

ყველა ამბავი

მარკო რუბიო სომხეთ–აზერბაიჯანის გავლით ტრამპის მარშრუტისთვის 201 მილიონიანი ტრანსკასპიური ფონდის შექმნის შესახებ აცხადებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასულ წელს ვაშინგტონში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა,...

ქართული ოცნების რუსული რიტორიკა ომის დაწყების 18–ე წელს–პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილმა დაიწყო

2008 წლის აგვისტოს ომის თვრამეტი წლისთავი ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გამოიყენა იმისთვის, რომ ომის დაწყებაში საქართველოს ხელისუფლება დაედანაშაულებინა. ოცნება...

რუსეთის საგარეო უწყება:2008 წლის 7-8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რუსეთიც ომის დაწყების თარიღად ქართული ოცნების მსგავსად,8 აგვისტოს...

აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.მთავრობის...

ზელენსკი სერბეთშია. ვიზიტის პირველი საღამო ვუჩიჩთან ერთად ვაშხშამს დაეთმო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სერბეთში პირველი ვიზიტის ფარგლებში, პარასკევს, 7 აგვისტოს საღამოს, ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტ...

დავა შენგენის გამო: მადრიდმა და რომმა ერთმანეთს ულტიმატუმები წაუყენეს

ესპანეთი იტალიიდან ჩასული მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესებით დაიმუქრა, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს, რომელიც გასულ კვირას ესპანეთის...

აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გრემის კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა პარასკევს, 7 აგვისტოს, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რუსეთის ენერგორესურსების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების წინააღმდეგ მიმართული სანქციების ფართომასშტაბიანი...

როგორ ასაბუთებს პროკურატურა ნია იმნაძისთვის წაყენებულ „წაქეზების“ ბრალს

მოკლული პედაგოგის გიგა ავალიანის საქმის პროკურორი განმარტავს, თუ როგორ ასაბუთებს პროკურატურა ბრალს - ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას...

სასამართლოს გადაწყვეტილებით, Meta-მ ბავშვების ფსიქიკისთვის მიყენებული ზიანის გამო 567 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს

ნიუ-მექსიკოს სასამართლომ დაადგინა, რომ Meta-მ 567 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა გადაიხადოს იმ ზიანისთვის, რომელიც კომპანიის ორმა მთავარმა პროდუქტმა —...

პატრიარქი ბრალდებულის სკამზე: რატომ თქვა უარი მოსამართლემ გარეგინ II საქმის განხილვაზე?

სომხეთის ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელზეც ბრალდებულის სახით ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი, გარეგინ II და უმაღლესი სასულიერო საბჭოს კიდევ...

ამ ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას–ევროკავშირი 2008 წლის ომზე

ევროკავშირი მისი პრესსპიკერის საშუალებით განცხადებას ავრცელებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებითგანცხადებაში ნათქვამია, რომ  რუსეთსა და საქართველოს შორის...

გიორგი ბარამიძის განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომთან დაკავშირებული განცხადების გამო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.ინტერვიუში ბარამიძემ...