უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონს შეუტიეს, მათ შორის Wildberries–ის საწყობებს

spot_imgspot_img

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შაბათის, 18 ივლისის ღამეს დრონებით შეუტიეს ობიექტებს რუსეთის რამდენიმე რეგიონში. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, ტამბოვის ოლქში მარკეტფლეის Wildberries-ის საწყობის შვიდი თანამშრომელი დაიღუპა. ვლადიმირის ოლქის ხელისუფლება კი იუწყება, რომ რეგიონის დედაქალაქში მიმდინარეობს იმ მრავალსართულიანი კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაცია, რომელსაც დრონი მოხვდა.

ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრში ხანძარი უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად გაჩნდა, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ევგენი პერვიშოვმა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულების გარდა, კიდევ 24 ადამიანი დაშავდა.

ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადება დაადასტურა Telegram-არხ Astra-ს OSINT-ანალიზმაც, რომელმაც მანამდე დაადგინა ადგილი, სადაც ხანძარი გაჩნდა. 18 ივლისის ღამეს არხმა ასევე არაერთხელ გამოაქვეყნა დრონების თავდასხმის ვიდეოები, რომლებიც, როგორც ირწმუნებიან, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გადაიღეს. მსგავსი ვიდეოები, მათ შორის სავარაუდოდ Wildberries-ის საწყობიდან გადაღებული კადრები, გამოაქვეყნა უკრაინულმა მონიტორინგის Telegram-არხმა Exilenova+-მაც.

დრონების თავდასხმები ვლადიმირზე, მოსკოვსა და ლენინგრადის ოლქზე

ვლადიმირში, მრავალსართულიანი კორპუსის ბინაში დრონის მოხვედრის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა, განაცხადა ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ავდეევმა.

„მცხოვრებლებს დროებითი განთავსების პუნქტში ევაკუაცია შესთავაზეს. სრული ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს. დაშავებულები არ არიან“, — აღნიშნა მან.

მოსკოვზე თავდასხმის მოგერიების შესახებ ასევე განაცხადა დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა თავდაპირველად ქალაქისკენ მიმავალი შვიდი, შემდეგ 15 და მოგვიანებით კიდევ 11 დრონი ჩამოაგდეს — ჯამში 33.

„საგანგებო სამსახურების სპეციალისტები ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილებში მუშაობენ“, — დაწერა მან. მოგვიანებით სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვის რეგიონს 370-ზე მეტი დრონი დაესხა თავს.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ კი განაცხადა, რომ რეგიონის თავზე ექვსი დრონი ჩამოაგდეს.

Exilenova+: ნოგინსკში ნავთობბაზა იწვის

გარდა ამისა, Exilenova+-ის მტკიცებით, Wildberries-ის საწყობი იწვის მოსკოვის ოლქის ქალაქ ელექტროსტალშიც. არხი სავარაუდოდ ადგილობრივი  მაცხოვრებლების მიერ გადაღებულ ვიდეოებს ეყრდნობა.

იმავე ტიპის წყაროებზე დაყრდნობით Telegram-არხი აცხადებს, რომ ხანძარია ნავთობბაზაზეც ნოგინსკში — ქალაქში, რომელიც ელექტროსტალიდან 10 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს.

Exilenova+ ასევე ამტკიცებს, რომ აფეთქებები მოხდა ტვერშიც. მოსკოვისა და ტვერის ოლქების ადმინისტრაციებს ეს ცნობები ჯერჯერობით არ დაუკომენტარებიათ.

„Крымский ветер“: დრონებმა ოკუპირებულ ყირიმს შეუტიეს

18 ივლისის ღამეს თავდასხმა განხორციელდა ოკუპირებულ ყირიმზეც, იუწყება უკრაინული მონიტორინგის Telegram-არხი „Крымский ветер“.

რუსეთის მიერ დანიშნულმა სევასტოპოლის „გუბერნატორმა“ მიხაილ რაზვოჟაევმა ადგილობრივი დროით 00:16 საათზე ქალაქში საჰაერო განგაში გამოაცხადა. მისი დასრულების შესახებ მან ორნახევარი საათის შემდეგ განაცხადა.

„Крымский ветер“-ის მტკიცებით, თავდასხმები განხორციელდა არა მხოლოდ სევასტოპოლზე, არამედ ქერჩზე, ფეოდოსიასა და დასახლება გვარდეისკოეზეც, სადაც ამავე სახელწოდების ავიაბაზა მდებარეობს.

spot_imgspot_img

პოპულარული

გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს

თემქაზე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია...

დავა შენგენის გამო: მადრიდმა და რომმა ერთმანეთს ულტიმატუმები წაუყენეს

ესპანეთი იტალიიდან ჩასული მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესებით დაიმუქრა, თუ რომი...

ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს

ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის...

ტულის ოლქში დრონის დარტყმის შემდეგ „Wildberries“-ის საწყობი იწვის

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ტულის ოლქში „Wildberries“-ის ლოგისტიკურ ცენტრს...

რუსთაველზე ამობრუნებულ თვითმცლელში ბავშვი იმყოფებოდა – მიმდინარეობს მოკვლევა – GWP

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში:რა არის ცნობილი გენერალ ჩაიკოს შესახებ?

მედიის ცნობით, მოსკოვის ცენტრში, რესტორან „ბალზი როსისთან“ მომხდარი აფეთქება...

დაქირავებული ახალგაზრდა მკვლელები — თინეიჯერი ქილერები, რომლებსაც ევროპის მასშტაბით მკვლელობებისთვის იბირებენ

სტოკჰოლმის გარეუბანში, ზამთრის სიბნელიდან შავებში ჩაცმული მამაკაცი გამოჩნდა. მას...

ვინ მიიღებს სასკოლო ფორმას უფასოდ

საქართველოს მთავრობამ 3 აგვისტოს დაამტკიცა დადგენილება საჯარო სკოლის დაწყებითი...
spot_img

ყველა ამბავი

ქართული ოცნების რუსული რიტორიკა ომის დაწყების 18–ე წელს–პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილმა დაიწყო

2008 წლის აგვისტოს ომის თვრამეტი წლისთავი ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გამოიყენა იმისთვის, რომ ომის დაწყებაში საქართველოს ხელისუფლება დაედანაშაულებინა. ოცნება...

რუსეთის საგარეო უწყება:2008 წლის 7-8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რუსეთიც ომის დაწყების თარიღად ქართული ოცნების მსგავსად,8 აგვისტოს...

აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.მთავრობის...

ზელენსკი სერბეთშია. ვიზიტის პირველი საღამო ვუჩიჩთან ერთად ვაშხშამს დაეთმო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სერბეთში პირველი ვიზიტის ფარგლებში, პარასკევს, 7 აგვისტოს საღამოს, ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტ...

დავა შენგენის გამო: მადრიდმა და რომმა ერთმანეთს ულტიმატუმები წაუყენეს

ესპანეთი იტალიიდან ჩასული მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესებით დაიმუქრა, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს, რომელიც გასულ კვირას ესპანეთის...

აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გრემის კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა პარასკევს, 7 აგვისტოს, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რუსეთის ენერგორესურსების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების წინააღმდეგ მიმართული სანქციების ფართომასშტაბიანი...

როგორ ასაბუთებს პროკურატურა ნია იმნაძისთვის წაყენებულ „წაქეზების“ ბრალს

მოკლული პედაგოგის გიგა ავალიანის საქმის პროკურორი განმარტავს, თუ როგორ ასაბუთებს პროკურატურა ბრალს - ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას...

სასამართლოს გადაწყვეტილებით, Meta-მ ბავშვების ფსიქიკისთვის მიყენებული ზიანის გამო 567 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს

ნიუ-მექსიკოს სასამართლომ დაადგინა, რომ Meta-მ 567 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა გადაიხადოს იმ ზიანისთვის, რომელიც კომპანიის ორმა მთავარმა პროდუქტმა —...

პატრიარქი ბრალდებულის სკამზე: რატომ თქვა უარი მოსამართლემ გარეგინ II საქმის განხილვაზე?

სომხეთის ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელზეც ბრალდებულის სახით ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი, გარეგინ II და უმაღლესი სასულიერო საბჭოს კიდევ...

ამ ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას–ევროკავშირი 2008 წლის ომზე

ევროკავშირი მისი პრესსპიკერის საშუალებით განცხადებას ავრცელებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებითგანცხადებაში ნათქვამია, რომ  რუსეთსა და საქართველოს შორის...

გიორგი ბარამიძის განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომთან დაკავშირებული განცხადების გამო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.ინტერვიუში ბარამიძემ...

არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ ქართული და უკრაინული მიწების უკანონო ოკუპაციას და არც „რუსულ სამყაროს–უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

თვრამეტი წლის წინ, რუსული ძალები სასტიკად შეიჭრნენ სუვერენულ საქართველოში, დაარღვიეს საერთაშორისო სამართალი - ეს მოსკოვის იმპერიული პოლიტიკის ნაწილი იყო, რომლის...