ორშაბათი, 23 დეკემბერი , 2024, 07:17

საქართველო-მაკედონიის მატჩს კახა კალაძე შვილთან ერთად ესწრება

ამ წუთებში, „დინამო არენაზე“ საქართველო-მაკედონიის მატჩი მიმდინარეობს, რომელსაც გულშემატკივარი ვერ ესწრება თუმცა მატჩზე იმყოფება თბილისის მერი კახა კალაძე შვილთან ერთად და ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

კორონავირუსის პანდემიის გამო თამაში ქომაგების გარეშე მიმდინარეობს.

გამარჯვების შემთხვევაში, ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.