ქობულეთში, სოფელ გვარაში, ავარიის დროს დაშავებული ორსული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმები აცხადებენ, რომ ის 30 კვირის ფეხმძიმე იყო და საავადმყოფოში სიცოცხლისათვის შეუთავსებელი, უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს. ჩატარდა საკეისრო კვეთა , თუმცა 28 წლის ქალის და ნაყოფის გადარჩენა ვერ მოხერხდა
ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში, დღის მეორე ნახევარში მოხდა. 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.