დღეს ღამით გლდანში ქუჩაში გაჩერებულ მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო–სამაშველო ჯგუფი. ცეცხლის გაჩენის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.
შსს–მ გამოძიება სისხლის სამართლის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებას გულისხმობს.