IW: გერმანიაში კადრების დეფიციტი 2036 წლისთვის 4,3 მილიონით გაიზრდება

გერმანიაში სამუშაო ძალის დეფიციტი 2036 წლისთვის 4,3 მილიონი ადამიანით გაიზრდება — ამის მიზეზი ბეიბი-ბუმერების თაობის პენსიაზე გასვლაა. ასეთი პროგნოზი ორშაბათს, 15 ივნისს, კიოლნში მდებარე გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტმა — IW-მ — გამოაქვეყნა. მიზეზი ბეიბი-ბუმერების თაობის პენსიაზე გასვლაა — ანუ იმ ადამიანების, რომლებიც 1954-1969 წლებში დაიბადნენ.

ეკონომისტების გათვლით, ბეიბი-ბუმერების პენსიაზე გასვლა გერმანიის შრომის ბაზარს უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ. 2024 წელს მოსალოდნელი იყო, რომ კადრების დეფიციტი 3 მილიონი ადამიანით გაიზრდებოდა.

IW: გერმანიაში შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა შემცირდება

ბეიბი-ბუმერების თაობას მიაკუთვნებენ 1954-1969 წლებში დაბადებულებს. ეს გერმანიის თითქმის 20 მილიონი მოქალაქეა. მათგან დაახლოებით მეოთხედი უკვე 67 წელს გადაცილებულია, ანუ პენსიაზეა გასული. დანარჩენები ამ ასაკს 2036 წლისთვის მიაღწევენ.

IW-ის გათვლით, შრომის ბაზარზე ახალი კადრების გამოსვლა ამ დანაკარგს ვერ აანაზღაურებს, რადგან მოსახლეობის შემცირება მოსალოდნელზე უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს. შედეგად, გერმანიაში შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა 7%-ით შემცირდება და 51 მილიონ ადამიანს მიაღწევს.

„უკვე რამდენიმე წელიწადში ეკონომიკას არ ეყოფა სამუშაო ძალა იმისთვის, რომ კეთილდღეობა უზრუნველყოს და სოციალური სახელმწიფო დღევანდელი სახით შეინარჩუნოს“, — ციტირებს AFP IW-ის ექსპერტ ჰოლგერ შეფერს.

მისი თქმით, ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა, მეტი ადამიანი უფრო დიდხანს მუშაობდეს, ხოლო კომპანიებმა საზღვარგარეთიდან კვალიფიციური სპეციალისტების დასაქმების პროცესი უნდა გაამარტივონ.

გერმანიის მოსახლეობაც შემცირდება

შემცირებისკენ შეიცვალა IW-ის პროგნოზი გერმანიის საერთო მოსახლეობის რაოდენობაზეც. 2024 წელს ინსტიტუტი ვარაუდობდა, რომ 2040 წლისთვის გერმანიის მოსახლეობა 85 მილიონი იქნებოდა. ახლა ეს შეფასება 82 მილიონამდეა შემცირებული.

მიზეზი მიგრაციის ტემპის კლებაა. თუ ადრე მოსახლეობის საერთო დაბერებას იმიგრაცია აბალანსებდა, ახლა ქვეყანაში შესამჩნევად ნაკლები ადამიანი ჩადის, ნათქვამია ანგარიშში.

პოპულარული

ვიღაცას ინერციით, ალბათ ტელეფონზე რომ საუბრობდნენ, მიეჭირა – ზარქუა გახარიას პარტიის კანონპროექტზე

„მექანიკური შეცდომა“, „ტექნიკური შეცდომა“, „ალბათ, ინერციით მიაჭირეს“ - ასე...

საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ შვედეთის პრემიერი გადადგა

საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ შვედეთის პრემიერმინისტრი ულფ კრისტერსონი გადადგა...

ინტოქსიკაცია თბილისის 20 ბაგა-ბაღში – 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს სამედიცინო დახმარება დაჭირდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში...

„უმართლებს მას, ვინც საქმეს აკეთებს“–პუტინის რჩეული გენერალი რუსეთის გმირის ვარსკვლავით დაჯილდოებიდან ორ კვირაში დაიღუპა

რუსეთის მე-4 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი,...

მე დავბრუნდი. ყველა იმ კლოუნს, ვინც მთელი ეს დრო ზედმეტებს ლაპარაკობდა და ჩამომწერა – აი, აქ ვარ – ილია თოფურია

"საბოლოო სამედიცინო შემოწმება გავიარე. მე დავბრუნდი. ყველა იმ კლოუნს,...

გელა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ გელაძე...

როგორც ჩანს, იყო რაღაც კონკრეტული პრობლემა – კობახიძე ბაღებში ინტოქსიკაციაზე

"როგორც ჩანს, იყო რაღაც კონკრეტული პრობლემა " - თბილისის...

ყველა ამბავი

ლატვიის პრეზიდენტი: ნატოს ქვეყნების უმრავლესობა რუსეთის სარაკეტო დარტყმას ვერ მოიგერიებს

თუ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ქვეყნის ფარგლებს გასცდება, ნატოს ქვეყნების უმრავლესობა ვერ შეძლებს რუსეთის სარაკეტო შეტევის მოგერიებას, — მიიჩნევს...

ბრაზილიელი დააკავეს მას შემდეგ, რაც ChatGPT-ს უთხრა, რომ საკუთარი შვილის მოკვლა სურდა. რატომ ქმნის ეს იურიდიულ პრეცედენტს

„მე მას 50 ათასი შევთავაზე, რომ მე და ჩემი შვილი მოეკლა, მაგრამ მან უარი თქვა, რადგან საქმე ბავშვს ეხებოდა.“ „მინდოდა...

ასობით უკრაინული დრონი მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს დაესხა თავს–ორი ადამიანი დაიღუპა

ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა მოსკოვის ოლქზე დრონების მასშტაბური შეტევის შედეგად. რეგიონის თავზე 249 უკრაინული უპილოტო...

გერმანიამ წლის ბოლომდე „საწვავის შეღავათი“ დააბრუნა

გერმანიის ფედერალური მთავრობა და ფედერალური მიწები შეთანხმდნენ, რომ ბიზნესისა და მოსახლეობის ფინანსური ტვირთის შესამსუბუქებლად ბენზინსა და დიზელზე „საწვავის შეღავათს“...

ევროკავშირი 2028-2034 წლების ბიუჯეტში უკრაინას 100 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი 2028-2034 წლების ბიუჯეტში უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს. Європейська правда-ს კორესპონდენტი ევროკავშირის დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ ეს...

CNN-ს, MS NOW-სა და Politico-ს თეთრ სახლში შესვლა აუკრძალეს

მედიასაშუალებებმა CNN-მა, MS NOW-მ და Politico-მ შაბათს განაცხადეს, რომ სამართლებრივ ზომებს მიმართავენ მას შემდეგ, რაც იმავე დღეს მათი ჟურნალისტები...

ზახაროვა: რუსეთისა და საქართველოს ხალხებს „ერთმანეთი მოენატრათ“

რუსეთისა და საქართველოს ხალხებს „ერთმანეთი მოენატრათ“, ხოლო სავიზო შეზღუდვების მოხსნა დიდი ხნის ნანატრი იყო. ამის შესახებ TASS-თან ინტერვიუში რუსეთის...

Reuters:პუტინს „არჩევნები“ სჭირდება, რათა ომის შემდგომი გაგრძელება გაამართლოს

სააგენტო  Reuters წერს, რომ „ერთიანი რუსეთის“ მოსალოდნელი გამარჯვება კრემლისთვის შეიძლება ხელსაყრელ ინსტრუმენტად იქცეს, რათა კენჭისყრის შედეგები წარმოაჩინოს როგორც რუსეთის მოქალაქეების...

აშშ-მა და დანიამ გრენლანდიის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-მა და დანიამ განაცხადეს, რომ გრენლანდიის უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს და ამით მოაგვარეს დიპლომატიური დავა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მუქარამ...

პირველი პასუხისმგებლობა არის ბაღზე, შემდეგ მუნიციპალიტეტზე, მერზე და უნდა ერთვებოდეს პარლამენტი – ბესელია ბაღებში ინტოქსიკაციაზე

"საკვებ პროდუქტებზე პირველი პასუხისმგებლობა არის ბაღზე, შემდეგ მუნიციპალიტეტზე, მერზე და უნდა ერთვებოდეს პარლამენტი - ხვალვე უნდა მოეწვიათ საკომიტეტო მოსმენა,...

Meduza-მ ინტერნეტში აღმოაჩინა კრემლის გეგმა ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ. ერთ-ერთი მიზანი არმიასა და ФСБ-ში „რუსოფობების“ ძებნაა

გამოცემა Meduza-მ ინტერნეტში აღმოაჩინა რუსეთის ხელისუფლების გეგმა ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ. სავარაუდოდ, ეს დოკუმენტი ღია წვდომაში არ უნდა მოხვედრილიყო. გეგმით...

პუტინის კომპიუტერი მოპარული Windows-ით მუშაობს

კრემლის მიერ გავრცელებულ კადრებში, რომელშიც ნაჩვენებია, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში დისტანციურად აძლევს ხმას, საერთაშორისო მედიისა და სოციალური...