რუსული გამოცემა RBC -ის ცნობით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსული სამხედრო ვერტმფრენი – Mi-28 ჩამოვარდა. გამოცემის ცნობით, ჩამოვარდნის შედეგად ორივე პილოტი დაიღუპა.
შემთხვევა, ყირიმში, ჯანკოის რაიონში მოხდა.
ვერტმფრენი საწვრთნელი ფრენისას ჩამოვარდა, წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.