“არჩევნებზე მედლებს არ არიგებენ! ამიტომ, მათ მინდა ვუთხრა, მესამე ძალის შექმნა ვინც გამოგვიცხადა და ვისაც ადამიანის ციხეში გამოკეტვა გამარჯვება ჰგონია.

გემი ჩაძირეთ, თვითონ გადახტით და ახლა ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვით?! არ გამოგივათ! ჯერ ერთი, გემი გადარჩება! და მეორე, ვინც გახტა და გაიყიდა, ყველა საკადრის პასუხს მიიღებს უახლოეს არჩევნებზე. და იდექით მერე რიგში და ითვალეთ პირველი, მეორე, მესამეზე..

ხალხის ინტერესების დაცვაა მთავარი, სახალხო ძალა და არა საარჩევნო კოდექსთან ჩახუტებული სირბილი.

P.S. გიორგი ვაშაძე (და არა მარტო!) რომ ტროას ცხენი იყო, ყოველთვის ვიცოდი და ვამბობდი კიდეც”

 

წერს პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციაზე.