კუმურდოს, ახალქალაქისა და კარის მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით, ხვალ ერთ–ერთი მაღაზია Iphone 12-ს გადასცემს.
“ბოლოს რომ ეთერში ვიყავი, ვეცადე მეთქვა, რომ კამერა ესაა იარაღი […] ესეცაა თავდაცვის საშუალება და მე ვთქვი, რომ მაქვს ეს [მოდელი ტელეფონის] და ესეც არაა ბოლო მოდელი-მეთქი და რა მოხდა იცით?! ზუსტად ორ კვირაში ამერიკაში Iphone 12-ის [ბოლო მოდელი] პრეზენტაცია იყო და მაღაზიებში დაიწყეს რეკვა, რომ მეუფე ნიკოლოზმა თქვა, რომ Iphone 12 გამოსულიაო და მოკლედ, ისეთი რიგი დადგა, რომ ახალი პარტიის გამოწერა მოუწიათ და ამ ერთერთი მაღაზიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ისეთი კარგი საქმე გაგვიკეთეთო, ისეთი რეკლამაო, რომ ჩვენ გვინდა IPHONE 12-ის პირველი მფლობელი თქვენ იყოთო.
არ ჰქონდათ მიღებული და შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, კი არ დაგვავიწყდაო, გვინდა ყველაზე კარგი აიფონი გაჩუქოთ 512GB მეხსიერებისო და ხვალ 1 საათზე უნდა მოხდეს ეს გადმოცემა”. – ამბობს მეუფე ნიკოლოზი რუსთავი 2–ის ეთერში.
მიტროპოლიტის განამარტებით, აიფონს 3 კამერა აქვს, ამიტომ ის ვიდეოების გადასაღებად სჭირდება.
მეუფე ნიკოლოზმა 11 ოქტომბერს თქვა, რომ მას iPhone 11 Pro აქვს და არა ბოლო მოდელი iPhone 12, რომელიც საქართველოში ჯერჯერობით არ იყიდება.