“მე მიმაჩნია, რომ “ნაციონალურ მოძრაობას”, მიხეილ სააკაშვილს, სხვა მოქალაქეს, ან არამოქალაქეს, მაგრამ საქართველოს პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანს არ უნდა აეკრძალოს ქართულ პოლიტიკაში ჩართულობა. პირიქით, რაც მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, იქნება მეტი კონკურსი, მეტი კონკურენცია ნიშნავს უკეთესს ხარისხს”.
აცხადებს “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, რომელზეც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართვაზე სანქციების გამკაცრება იყო.