“სულ 2 მილიონი ცოცხალი არსება იმყოფება საფრთხის წინაში. დაბინძურებული წყლის გავრცელებასთან ერთად გაიზრდება გარემოს დაზიანების მაჩვენებელიც. წყალდიდობის ზონიდან მოწამლული და დაბინძურებული წყალი მალევე ვრცელდება მიწისქვეშა წყლებში, იწამლება მდინარეები და შემდეგ შავი ზღვის აუზი. შესაბამისად, ეს არ ხდება სადმე სხვაგან, ეს პრობლემები მასშტაბურია და მთელ მსოფლიოს უკავშირდება”,
აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნავს კაშხლის აფეთქებამ 100 000 ადამიანი დააზარალა, გარდა ამისა 50 000 ჰექტარი ტყე დაიტბორა, 20 000 ცხოველი და 10 000 ფრინველი დაღუპვის საფრთხის წინაშე დადგა.