„პირდაპირ ხოცავდნენ ქუჩაში, არბევდნენ სიკვდილამდე. რა დღეში იყავით ციხეებში, გადავსებული გქონდათ პატიმრებით. 20 კვადრატულ საკანში 30 ადამიანი ჰყავდათ გამომწყვდეული. ჯოჯოხეთი გქონდათ მოწყობილი თქვენი მოქალაქეებისთვის 300 ათასი ადამიანი გაასამართლა ამ ფაშისტურმა რეჟიმმა. ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, მათი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი იყო, ასევე ბიზნესის ტერორი… მოქალაქე თავისუფლად ვერ სუნთქავდა. როგორ ბედავენ ესენი ამდენ ლაპარაკს? დღეს თურმე ჩვენ გვდებენ ბრალს ძალადობაში. კითხვა მინდა დაგისვათ – გამოიძია თუ არა სახელმწიფომ თითოეული ეს ფაქტი? პოლიციამ რეაგირება მყისიერად მოახდინა, ყოველ ასეთ შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება გვაქვს, ყველა თავდამსხმელი თუ ძალადობაში მონაწილე დაპატიმრებული იქნა. თქვენს შემთხვევაში თავად იყო ჩართული მთელი თქვენი მოძალადე სისტემა. თავად მონაწილეობდით ამ მკვლელობებში, წამებაში, გაუპატიურებაში. საზოგადოებამ ნახა ის შემაძრწუნებელი კადრები, რა ხდებოდა სამეგრელოს ტყეებში, როგორ აწამებდნენ ადამიანებს“,

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიური მოხსენების ფარგლებში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.