ადამიანი, რომელიც მოვა და ფულზე დამიწყებს ლაპარაკს, ცოცხალი ვერ გამასწრებს – ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ არანაირი ფული არ აუღია და ვინც ამას დააბრალებს, “ცოცხალი ვერ გაასწრებს”.

“რა თქმა უნდა, არასოდეს, ხელფასის იქით არ ამიღია არასოდეს არც ერთი თეთრი, არც ერთი თეთრი და ასე ვიცხოვრებ ყოველთვის. თუ რამე გადაწყვეტილებას მივიღებ, თუნდაც არაპოპულარულ გადაწყვეტილებას მივიღებ, ვიღაცას რომ არ მოსწონდეს ან მთელი დედამიწა ჩემი წინააღმდეგი იყო, მთავარია მე მჯეროდეს, მე მწამდეს და ჩემ სინდის შეესაბამებოდეს და ქვეყნის ინტერესებს სასარგებლო იყოს […] რა თქმა უნდა, არანაირი ფული არ… ვინ გამიბედავს, პირდაპირ გეუბნებით, ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც მოვა და ფულზე დამიწყებს ლაპარაკს, ცოცხალი ვერ გამასწრებს იქედან. არავის არ ვემუქრები, მაგრამ ეს ყველამ კარგად იცის და ამიტომ ამაზე არავინ არც დამელაპარაკება”, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმდებიან, ის პარლამენტში შევა.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, მოქალაქეების ლიდერი საბაბს ეძებს, რომ პარლამენტში შევიდეს.