“აზოვი” ზოგიერთ უკრაინელ პოლიტიკოსს უტაქტობასა და ცინიზმში ადანაშაულებს

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი აცხადებს, რომ აზოვსტალის ქარხნის დაბომბვა გრძელდება, ევაკუაცია კი ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს აზოვსტალიდან მებრძოლების გამოიყვანა.

ის ზოგიერთ უკრაინელ პოლიტიკოსს ცინიზმსა და უტაქტობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, უცნობია, განხორციელდა თუ არა აზოვსტალიდან ყველა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია.

“ბოლო სამი დღის განმავლობაში აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ყველა ევაკუირებულია? ამას მტკიცედ ვერ ვიტყვით, რადგან არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, სტრუქტურა, უკრაინელი პოლიტიკოსები არ ჩამოსულა აქ, აზოვსტალის ტერიტორიაზე, არ არსებობს სპეციალური აღჭურვილობა, რომ ნანგრევები გაიწმინდოს”,– აცხადებს პალამარი და აღნიშნავს, რომ სამწუხაროა პოლიტიკოსების მიერ უხეში ფრაზების გამოყენება – “ჩვენ გამოგვივიდა“, “ყველაფერი გავაკეთეთ“, „ბრძანება შესრულდა“ და ა.შ.

მისივე თქმით, ასევე ძალიან სამწუხაროა, რომ “ზოგიერთ პოლიტიკოსს არა აქვს ტაქტი, არამედ მხოლოდ ცინიზმი”.

“ცინიზმი, რომ ეს არის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის წარმატებული ოპერაცია. ქარხნის ტერიტორიაზე ბევრი დაღუპულია, როგორც მშვიდობიანი, ისე სამხედრო. მარიუპოლში რუსეთის ფედერაციის ჯარების და მათი დაქირავებული ჯარისკაცების აგრესიის შედეგად დაღუპული ათიათასობით მოქალაქე არ იქნა ევაკუირებული.

ორ თვე-ნახევარია ჩვენ მთელ მსოფლიოს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს ვთხოვთ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას. და მხოლოდ ახლა მოვახერხეთ რამდენიმე ასეული მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია. და ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე ევაკუირებული იქნა რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს არის სიხარულის ცრემლები, რადგან საქმე ბოლომდე არ სრულდება”,– აღნიშნავს პალამარი Украинская правда-ს ცნობით.

მისივე განცხადებით, ელოდებიან “მკვეთრ მოქმედებებს ცეცხლის შეწყვეტისთვის”.