აზოვსტალის დაბომბვის შედეგად ორი ქალი დაიღუპა

აზოვის პოლკის განცხადებით, რომ გუშინ ზოვსტალის ქარხნის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად ორი ქალი დაიღუპა. ისინი ნანგრევებიდან დღეს ამოიყვანეს. მათივე ცნობით, დაშავებულია 10 ადამიანი.

“მოვუწოდებთ სასწრაფოდ შეწყდეს ცეცხლი და გაგრძელდეს მოქალაქეთა ევაკუაცია უკრაინის მიერ კონტროლირებად უსაფრთხო ტერიტორიებზე“,– წერს აზოვი ტელეგრამზე.

ამ წუთებში ოკუპანტები ქარხანაში შეღწევას ცდილობენ – მათ აზოვსტალზე შტურმი მიიტანეს. მანამდე რუსულმა ავიაციამ ქარხანა დაბომბა.