“ხალხიც დახვდება, ცხადია, მიესალმება მის ჩამოსვლას და შესაბამისი სამსახურებიც დახვდება”

ასე ეხმიანება თბილისის მერი კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებას. ცნობისთვის, გუშინ მესამე პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოში 2 ოქტომბრის საღამოს ჩამოდის. მან თვითმფრინავის ბილეთიც გამოაქვეყნა.