ამაზე ღია და პირდაპირი მუქარა არავის გამოუთქვმს ჯერ -ნიკა გვარამია წულუკიანზე

“ამაზე ღია და პირდაპირი მუქარა არავის გამოუთქვმს ჯერ”-  ასე გამოხემაურა, მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამია იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას, სადაც მან გვარამიას ოჯახი ირონიულად მოიხსენია.

“1. ძალოვან სტრუქტურაში არასდროს მიმუშავია. ყოფილ გენპროკურორს და ყოფილ იუსტიციის მინისტრს რომ პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო ძალოვანი სტრუქტურები გონია (სინამდვილეში სამართალდამცავია ორივე), რაზე უნდა ველაპარაკო ამ უვიცს?! ეტყობა, ამდენი ხანი ძალოვანი ეგონა თავი და ამით იკმაყოფილებდა თავის მანიაკალურ ეგოს. და ამ უვიცს ახლა განათლება ჩაბარდა. და ამ ჰიპერუკულტუროს, ახლა კულტურა ჩაბარდა.

2. ჩემი ცოლი, ჯერ ერთი, რომ ჩემთვის ნამდვილად მზეთუნახავია. მაგრამ ამისთვის რომ უკანონო თვალთვალი და პირადი ხელშეუხებლობა გარეგნული კრიტერიუმებით იზომება, აბა ეს საერთოდ სახლიდან როგორ გამოდის და ქუჩაში თავს როგორ არ უჭეჭყავენ? ეს ნახევრად ხუმრობით და სერიოზულად – ამაზე ღია და პირდაპირი მუქარა ჩემი ოჯახის წევრებზე, თან ასე საჯაროდ არავის გამოუთქვმს ჯერ.
3. რუსული აბრევიატურა БОМЖ ნიშნავს без определенного места жительства. კი, მეც ვიყავი იუსტიციის მინისტრი, მაგრამ არ მიკეთებია ფული, არ მაქვს დღემდე სახლი და წულუკიანივით კორუფციით დაგროვლი დიდი ქონება. ნაქირავებში ვცხოვრობ. მესმის, რომ ეს დასაცინია ქართული ოცნებისთვის, მაგრამ მე ჩემი პატიოსნება ბევრად მეტდ მიღირს.
ახლა კი სრულიად სერიოზულად: ქართველო ერო, საერთოდ აღარაფრის აღარ გრცხვენიათ? არ გრცხვენიათ ამ არარაობის და მასზე უარესებისსგან თქვენი სამშობლოს მიტაცებას და განადგურებას რომ იტანთ? აი, მე უკვე ძალიან მრცხვენია, რომ დანაშაულს ჩავდივარ ჩემი ცოლ-შვილის წინაშე და ეგზისტენციალური რისკების წინაშე ვაყენებ მათ, ღია ეთერიდან უკვე მათ მიმართ მუქარებს ვასმენინებ ჩემი სამართლიანი ბრძოლის გამო. იჯექით თქვენ თბილ სახლებში და იფხანეთ გული ჩემი ტვს ყურებით და ჩემი ტექსტების მოსმენით. ფხანა ქეცმა იცის.”- წერს ნიკა გვარამია.

“რას ამბობთ? უთვალთვალებენ? მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული”- განაცხადა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და პარლამენტის მოქმედმა დეპუტატმა, თეა წულუკიანმა.

გვარამიას თქმით, მას შეუთვალეს, რომ ახალ წლამდე დაიჭერდნენ და რუსთავი 2-ისთვის ზიანის ანაზღაურების მიზეზით მთელ ქონებას ჩამოართმევენ.