ბექა ოდიშარია ვაჟკაცი როდის გახდა? ეს კაცი ფულის გამო ყველაფერს გაყიდის, სულს გაყიდის და ლაპარაკობს, იქ ვიღაცას ხელებს დავამტვრევო. უკაცრავად, ბოდიში საზოგადოებასთან, ამ ჩმორმა ფეხები ვერავის ვერ მოჭამოს. ან ირაკლი კობახიძეს რატომ უკვირს, პუტინისტს მეძახიანო. კაგებეშნიკის ოჯახშია გაზრდილი. ერთ-ერთი მთავარი რუსეთუმე თუ ვინმე იყო, მამამისი იყო.

ასე გამოეხმაურა ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა ოდიშარიას განცხადებას.