ანა დოლიძე თანამდებობიდან დღესაც რომ გადადგეს, კანონი უკვე დარღვეული აქვს – ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე დღეს დღეს აპირებს, რომ ალეკო ელისაშვილთან და ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმის ხელი მოაწეროს.

მისი კოლეგის, არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, ანა დოლიძე თანამდებობიდან დღესაც რომ გადადგეს, კანონი უკვე დარღვეული აქვს, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კანონი უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას.

“როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის პოლიტიკა გრძელდება. დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი [ანა დოლიძე] სხვა პოლიტიკოსებთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმს მოაწერს ხელს. ამის მერე კვლავ არის კითხვები ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კანონი უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას!

როდესაც სხვას აკრიტიკებ გამჭვირვალობის, საჯაროობის, კეთილსინდისიერების ნაკლებობისთვის, ამის მორალური უფლება უნდა გქონდეს და თავად არ უნდა იყოს კანონის დამრღვევი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხი: ვინ აფინანსებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ორგანიზაციას, რომლის ფინანსებსაც ეს უკანასკნელი თავად განკარგავს და რატომ? ანა დოლიძე დღესაც რომ გადადგეს თანამდებობიდან, კანონი უკვე დარღვეული აქვს“,- წერს ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში.