ან იყიდეს, ან მისი ოცნება იყო პარლამენტის სავარძელი – ჯაფარიძე ენუქიძეზე

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, თუ პატრიოტთა ალიანსისსიის მე-4 ნომერი, ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შევიდა, ის ქართული ოცნების 91-ე დეპუტატი იქნება. მისი თქმით, ენუქიძე ან იყიდეს, ან მისი ოცნება პარლამენტარობა იყო.

“მე არ ვიცი, ვინ არის ავთანდილ ენუქიძე, ცხოვრებაში არ გამიგია, არ მსმენია. არ მჯერა, რომ ხვალ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ავთანდილ ენუქიძე არის ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი, რომელსაც სავსე აქვს თავი იდეებით, როგორ უნდა შეცვალოს ეს ქვეყანა და რაღაც რეფორმების პაკეტით შევიდა პარლამენტში და ხვალიდან დაიწყებს კანონების ინიცირებას.

ხო გასაგებია, რომ ეს ადამიანი ან იყიდეს ან შეიტყუეს ამითი ან ამ ადამიანს მთელი ცხოვრების ოცნება ჰქონდა, რომ რამენაირად პარლამენტში აღმოჩენილიყო და პარლამენტის სავარძელი და კომფორტი, რომელსაც ეს თანამდებობა იძლევა, მიეღო. ან ეს არის, ან ის არის. მესამე ვარიანტი, რომ მნიშვნელოვან ინიციატივებს დააყენებს, მე მაგის არ მჯერა. ჩათვალეთ თუ ის შევიდა [პარლამენტში], იქნება “ოცნების” არა 90, არამედ 91 დეპუტატი. ეგ არის და ეგ”, — აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, პატრიოტთა ალიანსის ნაწილი პარლამენტში შედის. დღეს ინფორმაცია დაადასტურა პარტიის მე–4 ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ.