აპრილის ბოლოს საქართველოში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა

ლიეტუვის ელჩის საქართველოში, ანდრიუს კალინდრა აცხადებს, რომ აპრილის ბოლოს საქართველოში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ჩამოსვლას გეგმავს.

“ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ორმხრივი შემხვედრის გამართვას თბილისში აპრილის ბოლოს გეგმავს. იქნება მცდელობები მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ლიეტუვასა და საქართველოს თანამშრომლობის, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისა და ევროკავშირის მედიაციით პოლიტიკური დიალოგის გზით – ეს ვიზიტის დღის წესრიგი იქნება”,– წერს კალინდრა Twitter-ზე.

არსებული ინფორმაციით, საქართველოში 6 მეგობარი ქვეყნის: ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, შევედეთის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვლენ.