“მიხეილ სააკაშვილმა მარშრუტების განსაზღვრამდე იცოდა, რისთვის მოდიოდა, მოდიოდა თავისი წილი თავისუფლების ჩვენთან შემოსახიდებლად და ხელისუფლებამ ჩაავლო ხელი ამ თავისუფლებას. თავისუფლების შეზღუდვა არ ნიშნავს ღირსების შეზღუდვას! და ჩვენ ვნახეთ ეს ადამიანი თავისი ღირსებით როგორ წარდგა გულაგის წინაშე, როგორ დაპატარავდა სისტემა და ციხე მთელი თავისი ძალმოსილებით და როგორ დადგა ეს ადამიანი თავისი დიდებულებით, რადგან ღირსება კვებას თავისუფლებას, ღირსება არის თავისუფლების პარტნიორი და ღირსებაზე გადის ჩვენი ბრძოლის ხაზი.

მოვუწოდებ ადამიანებს, რომლებშიც რაციონალი მუშაობს, იციან რას ნიშნავს ისტორიის განმავლობაში დრამატული დასასრული. ჩვენ ვკარგავთ ცივილიზაციის ადგილს, არასდროს ასე ძლიერ რუსეთის სუნთქვა ჩვენს ხერხემალთან არ გვიგვრძნია. მივმართავ ყველა რელიგიის, კონფესიის წარმომადგენელს, რომლებისთვისაც ადამიანის სიცოცხლე არის უძვირფასესი და მივმართავ შუას, შუას დაბრუნების დროა, იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრებენ, ლუკმაპურზე ზრუნავენ, მუშაობენ ქარხნებში დანადგარებთან, ოფისებში, მაგრამ როცა ერი ითხოვს, ისინი გამოდიან ქუჩებში და ღებულობენ გადაწყვეტილებას!

და დღეს ბრძოლის ხაზი ღირსების ბარიერთან გადის და ამ ბარიერთან მოვუწოდებ ერთი კაცის, ერის და ქვეყნის თავისუფლებისათვის”

თქვა წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ ოპოზიციის მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.