არცერთი პარტია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ხელისუფლებამ რეკორდი მოხსნა – უსუფაშვილი

პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა მსოფლიო რეკორდი მოხსნა იმით, რომ არჩევნების შედეგებს მასში მონაწილე არცერთი სუბიექტი არ აღიარებს.

“ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ მართლა რეკორდი მოხსნა და არა მგონია მხოლოდ ქართული, ან კავკასიური, ან პოსტსაბჭოური, შესაძლოა მსოფლიო რეკორდი მოხსნა, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 50-ზე მეტი სუბიექტიდან არავინ არ აღიარებს იმ შედეგებს ცესკო დებს. 1%-იანი ბარიერის შემოღება ხელისუფლებას უნდოდა, რომ ფრაგმენტაცია  გამოეწვია, რაც ამ არჩევნებში ვიხილეთ, ეს იმიტომ გააკეთა, რომ ოპოზიციაში რაღაც შემოეტანა. ამ პირობებშიც კი 1 პოლიტიკური პარტია ვერ მოიძებნა…”,- ამბობს უსუფაშვილი ფორმულას ეთერში.

ცნობისთვის, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არცერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ისინი ცესკოს ახალი ადმინისტრაციით ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ამის შესახებ გუშინ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პირველი მოლაპარაკებები შედგა.