“პუტინი ომს აგრძელებს და ამ მობილიზაციით ცდილობს კიდევ უფრო დიდხანს გააგრძელოს. მობილიზაციის გამოცხადება ნიშნავს რომ პუტინი მარცხდება. ნაწილობრივი მობილიზაცია ეს უბრალოდ ფორმალობაა, სინამდვილეში რუსები ტოტალურ მობილიზაციას აცხადებენ. რუსეთში პანიკაა. რუსები ყველა მიმართულებით გარბიან. მოქალაქეები ცდილობენ რუსეთიდან გაიქცნენ. მირბიან საქართველოსკენაც. ეს არის შიში, რომელიც პუტინმა დათესა. მისი გადაწყვეტილება ომს გაახანგრძლივებს, თუმცა შედეგებს ვერ შეცლის, რადგან უკრაინა გაიმარჯვებს. ძალიან კარგად მოიქცნენ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი. ამ ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტეს. ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხიცაა. არც საქართველო უნდა მიიღოს ეს ადამიანები. ბოლოსდაბოლოს ეს ქვეყანა უკონტროლო ტერიტორია ხომ არ არის, სადაც ყველას შეუძლია შევიდეს. რუსები სრულ იზოლაციაში უნდა მოექცნენ და უნდა იგრძნონ იმ მონსტრის სიძლიერე, რომელიც თავად შექმნეს.”

აცხადებს უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო “მთავარ არხთან” საუბარში.