არ გიტყდებათ, ასე რომ დაგვცინიან? ვწუხვარ, რომ ამ დონემდე მივედით – სააკაშვილი ბანერებზე

მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება “სისხლიან” ბანერებს და ამბობს, რომ ქართული ოცნება ხალხს დასცინის.

მისი ინფორმაციით, ბანერების ავტორი პიარტექნოლოგი მოშე გლუკჰარტია.

“თქვენ იცით, რომ გამოფინეს ისევ პლაკატები. იქ მე ვარ ცენტრში. ამ პლაკატების ავტორი, ვინც ჩამოიყვანა არის ვიღაც ავანტიურისტი, სრული ნაძირალა, გადამთიელი, ისრაელიდან ჩამოთრეული ივანიშვილის მიერ.

როგორ ეზიზღებით ივანიშვილს და როგორი დაბალი წარმოდგენა აქვს ქართველი ხალხის ინტელექტზე, რომ ამ აბსოლუტურ ნაგავს აძლევს უამრავ ფულს და თვლის, რომ ის დაგასიაფანდებთ. არ გვეთაკილება, რომ ასეთი სიტუაციაა და ასე დაგვცინიან? არ გიტყდებათ, პირდაპირ რომ გითხრათ? რომ ვიღაც მოშე გლუკჰარტი, ისრაელიდან ჩამოთრეული ნაგავი არის გენერალი თქვენი ტვინების წინააღმდეგ ომის.

მაგრად ტეხავს უბრალოდ და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ დონემდე მივედით. ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს, ყველაფერს აქვს საზღვარი”,- ამბობს ის ვიდეომიმართვაში.