არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ საქართველოს დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს – ნედ პრაისი

“არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ საქართველოს დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს ” – ამის შესახებ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა ისაუბრა.

“ვგმობთ საქართველოს ნაწილების რუსეთის მიმდინარე ოკუპაციას. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია. შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებები საქართველოსთან, დააბრუნოს ძალები კონფლიქტის წინა პოზიციებზე. არც დე ფაქტო მთავრობებს, არც რუსეთის მთავრობას არ აქვთ უფლება გადაწყვიტონ, საქართველოს ნაწილის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მომავალი. აშშ-მ როგორც არ აღიარა ყირიმის 2014 წლის არალეგალური ანექსია, ასევე არ ვაღიარებთ კრემლის ცინიკურ მცდელობას, აღიაროს აღმოსავლეთ უკრაინაშ ე.წ. დსრ-სა და ლსრ-ს დამოუკიდებლობა… არ ვაღიარებთ რუსეთის ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”. – თქვა ნედ პრაისმა.