აკადემიური სტატუსის მინიჭება სახელმწიფოთა მეთაურებზე, გამოჩენილ პოლიტიკოსებზე ეს არის დამკვიდრებული თემა მსოფლიოში, მაგრამ, ამ შემთხვევაში, არც ირაკლი ღარიბაშვილის სურვილი არ ყოფილა ასეთი და არც მითუმეტეს რაღაც პოლიტიკურ მიზანს ეს არ წარმოადგენდა.

ის, რაც მთავარმა არხმა ჩაატარა რუსი პრანკერების მიბაძვით, რომლებიც ხან ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს ესაუბრებიან და ხან სხვადასხვა ლიდერებს, მემგონი უფრო მეტად შეიძლება შევაფასოთ, როგორც უზნეობა. აი, ასეთი ღლიცინით მე არამგონია, რომ თქვენ მის ავტორტეტს რაიმე დააკელით, ვფიქრობ, იქით საკმაოდ სერიოზული თვითდაზიანება მიიყენეთ, როგორც ყოველთვის.

განაცხადა  ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.